მდგნალი
From Wikipedia, the free encyclopedia
მდგნალი (Salix caprea) — ფოთოლმცვივანი ბუჩქი ან ტანდაბალი (10 მ-მდე) ხე ტირიფის გვარის. ნორჩი ყლორტები ლეგაა, ბუსუსიანი. ფოთლები — ფართოა, ელიფსური ან წაგრძელებული, ზემოდან მუქი მწვანე და შიშველი, ქვემოდან ქეჩისებრბუსუსიანი და ლეგა მწვანე.
სწრაფი ფაქტები მდგნალი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
მდგნალი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Salix caprea | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19620273 | |||||||||||||||
|
დახურვა
გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში. იზრდება მთელ საქართველოში, დაბლობიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე, ტყის პირებზე, მდინარეებისა და რუების გასწვრივ. თაფლოვანია. ქერქი შეიცავს ტანიდებს და იყენებენ ტყავის მოსათრიმლავად. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით.