მირიან II
From Wikipedia, the free encyclopedia
მირიან II, მირვან II, მირეანი — ქართლის (იბერიის) მეფე; ფარნავაზიანთა დინასტიის მეოთხე მეფის ფარნაჯომის ძე. მეფობდა ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში; „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, მირიან II აღიზარდა სპარსეთში, სადაც გახიზნეს მამამისის მოკვლის შემდეგ (ერთი წლისა); შემდეგ მირიანი სპარსელთა ლაშქრით ქართლს შემოესია, დაამარცხა ქართლის მეფე ბარტომი, დაეუფლა ტახტს და ცოტა ხანს იმეფა; „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით, მირვანი იწყებს მცხეთაში ქალაქის მშენებლობას. ქართულ ისტორიოგრაფიაში მირვანის მოღვაწეობა ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება, თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ. წ. I საუკუნეში მეფობდა.[5][6]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირიანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები იბერიის მეფე, მმართ. წლები: ...
მირიან II | |
---|---|
მირვან II, მირეანი | |
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: |
ძვ. წ. 33–23[1] ძვ. წ. 74–58[2] ძვ. წ. 32–22[3] ძვ. წ. 30–20[4] |
წინამორბედი: | ფარნავაზ II/ბარტომ I |
მემკვიდრე: | არშაკ II |
მეუღლე: | ბრატმანის ცოლყოფილი |
შვილები: | არშაკი |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | ფარნაჯომი |
დახურვა