![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2a/Reich_des_Mithridates_aus-Putzgers%252C_Historischer_Schul-Atlas_39._Auflage._1917._Tafel_9a.jpg/640px-Reich_des_Mithridates_aus-Putzgers%252C_Historischer_Schul-Atlas_39._Auflage._1917._Tafel_9a.jpg&w=640&q=50)
ფარნაჯომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფარნაჯომი, ფარნაჯობი, ფარნაჯამი — ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) IV მეფე. მკვლევართა აზრით, მეფობდა ძვ. წ. II საუკუნის 70-იან წლებში. გ. მელიქიშვილის აზრით, იგი დიდი სომხეთის მეფის არტაშეს I-ის (ძვ. წ. 189-161) თანამედროვე უნდა ყოფილიყო.[5]
ფარნაჯომი | |
---|---|
ფარნაჯობი, ფარნაჯამი | |
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: |
ძვ. წ. 112–93[1] ძვ. წ. 144–135[2] ძვ. წ. 120–88[3] ძვ. წ. 109–90[4] |
წინამორბედი: | მირიან I/მირვან I |
მემკვიდრე: | არშაკ I |
შვილები: | მირიანი |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | მირიან I |
დედა: | საურმაგის ასული |
გუბაზ და ლევან სანიკიძეების მიხედვით, მირიან I-ის ძეა. გააძლიერა და განამტკიცა მცხეთა და ქართლის სხვა ციხე-ქალაქები.[6] კახეთში ააშენა ნეკრესი, ზადენის მთაზე – ციხე ზადენი, იქვე აღმართა კერპი ზადენ.[7] შეუდგა სპარსულ ცეცხლთაყვანისმცემლობას. მცხეთაში სპარსელი მოგვები (ქურუმები) მოიყვანა და ხალხშიც სპარსული რელიგიის გავრცელებას აპირებდა, მაგრამ ერისთავები აუჯანყდნენ და მეფე ბრძოლაში დაიღუპა.[6]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2a/Reich_des_Mithridates_aus-Putzgers%2C_Historischer_Schul-Atlas_39._Auflage._1917._Tafel_9a.jpg/640px-Reich_des_Mithridates_aus-Putzgers%2C_Historischer_Schul-Atlas_39._Auflage._1917._Tafel_9a.jpg)
მის დროს მცირე აზიაში, კოლხეთის სამეფოს მეზობლად, გაძლიერდა პონტოს სამეფო, რომლის მეფემ, მიტრიდატ VI დიდმა (120–63 წ.), სასტიკი ომი აუტეხა რომაელებს და თავის ხელ ქვეშ მრავალი წვრილ-წვრილი სამთავრო შეიერთა. 88 წელს კოლხეთიც მიტრიდატის ხელში გადავიდა. თვით კოლხების თხოვნით, ძვ. წ. 84 წელს მან აქ მეფედ დანიშნა ოლთაკი.[8]