მორევი
From Wikipedia, the free encyclopedia
მორევი — წყლის სივრცე, რომელიც წარმოიქმნება ისეთ ნებისმიერ წყლის ზედაპირზე (მდინარე, ზღვა, უბე, ყურე, სრუტე) სადაც ორი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი დინება ერთმანეთს ხვდება. ძლიერ მორევს, რომელსაც წყალქვეშა ტორნადოსებრი ბზრიალა გააჩნია და საგნების შეწოვის უნარი აქვს, ვორტექსი[1] ან მაელსტრონი ეწოდება. მორევი ხშირად წარმოიქმნება ჩანჩქერების ძირსა და კაშხლებში. ხშირად, მორევის სიძლიერეს სხვადასხვა საგანი ზღვის ფსკერიდან ამოაქვს წყლის ზედაპირზე. გარდა ამისა, კორიოლისის ძალიდან გამომდინარე, დედამიწის ბრუნვის ძალის ზეგავლენის შედეგად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე მორევები საათის ისრის საწინააღმდეგო ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში, საათის ისრის მიმართულებით ტრიალებენ.
მორევი | |
---|---|
წყლის სივრცე | |
კორივრეკანის მორევი | |
მონაცემები | |
უდიდესი | სალტსტრაუმენი |
ცნობილი მორევები | სალტსტრაუმენი, მოსკსტრაუმენი, კორივრეკანი, ძველი სოუ, ნარუტო |
მორევი, როგორც ფიზიკური მოვლენა ყოველდღიურად წარმოიქმნება ნიჟარებსა და სააბაზანოში, მას შემდეგ, რაც დიდი რაოდენობით წყალი მილში ჩაედინება, თუმცა უფრო დიდი ზომისა და მასშტაბურები, ოკეანეებსა და ზღვებში ფორმირდება, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში, ათწლეულები და ასწლეულები ძლებენ.