ორმოკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ორმოკი (ოფიციალურად ქალაქი ორმოკი; სებ: Dakbayan sa Ormoc; ტაგ: Lungsod ng Ormoc) — პირველი კლასის დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი ლეიტეს პროვინციაში, აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 215 031 ადამიანს ითვლის. მოსახლეობის რაოდენობით ორმოკი პროვინციაში მეორე ადგილზეა ტაკლობანის შემდეგ. ორმოკი დასავლეთ ლეიტეს ეკონომიკური, კულტურული, კომერციული და სატრანსპორტო კერაა.
ორმოკი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 11°00′38″ ჩ. გ. 124°36′27″ ა. გ. |
მმართველი | Lucy Torres-Gomez |
დაარსდა | 26 თებერვალი, 1834 |
ფართობი | 613.60 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 234 მეტრი |
მოსახლეობა | 230 998 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 53 |
საფოსტო ინდექსი | 6541 |
ოფიციალური საიტი | http://www.ormoc.gov.ph/ |
ორმოკი დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეიტეს პროვინციული მთავრობის რეგულაციებისგან თავისუფალია. ქალაქი ლეიტეს მე-4 საკონგრესო რაიონში შედის ალბუერასთან, კანანგასთან, მერიდასთან, პალომპონთან და ისაბელთან ერთად, ხოლო სტატისტიკური მიზნებით ფილიპინების სტატისტიკის სააგენტო ქალაქს პროვინციაში აერთიანებს. 2013 წლის 8 ნოემბერს ქალაქს ტაიფუნმა იოლანდამ გადაუარა. მანამდე მსგავსი მასშტაბის კატასტროფა 1991 წელს, ტროპიკულ ქარიშხალ თელმას დროს მოხდა.[2]
ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს არქაული ვისაიანური სიტყვიდან ოგმოკი, რას „დაბლობს“ ნიშნავს.[3] ქალაქში წმინდა პეტრესა და პავლეს საპატივცემულოდ ყოველწლიურად აღინიშნება მადლიერების დღესასწაული, რომელსაც პინიას ფესტივალი ეწოდება.[4]