ავღანეთი
ქვეყანა სამხრეთ აზიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ავღანეთი (პუშტუ افغانستان, დარი სპარს. افغانستان, Afġānestān) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. არის ერთ–ერთი უღარიბესი ქვეყანა მსოფლიოში. 1978 წლიდან ქვეყანაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
სწრაფი ფაქტები ავღანეთის ისლამური საამიროد افغانستان اسلامي امارتامارت اسلامی افغانستانავღანეთი, ოფიციალური ენა ...
ავღანეთის ისლამური საამირო د افغانستان اسلامي امارت امارت اسلامی افغانستان ავღანეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ქაბული 34°31′ ჩ. გ. 69°08′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | პუშტუ, დარი | |||||
მთავრობა | უნიტარული დეობანდური დროებითი მთავრობა ავტოკრატიული მმართველობით | |||||
- | მეთაური | ჰაიბატულა ახუნძადა | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ჰასან ახუნდი (მ/შ) | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 652 864 კმ2 (მე-40) | ||||
- | წყალი (%) | 0 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2020 შეფასებით | 32 890 171 (43-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 48,08 კაცი/კმ2 (169-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2018 შეფასებით | |||||
- | სულ | $72.911 მილიარდი (96-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2024 (169-ე) | ||||
აგი (1993) | 0.511 | |||||
ვალუტა | ავღანი (AFN ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC +04:30 | |||||
ქვეყნის კოდი | AFG | |||||
Internet TLD | .af | |||||
სატელეფონო კოდი | 93 |
დახურვა
ესაზღვრება დასავლეთით ირანს, სამხრეთით და აღმოსავლეთით — პაკისტანს, ჩრდილოეთით — უზბეკეთს და ტაჯიკეთს, ძალიან მცირე ზოლზე აღმოსავლეთით ავღანეთი ესაზღვრება ჩინეთს და სამხრეთით ინდოეთს. ავღანეთი მდებარეობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაშესაყარზე და წარმოადგენს ვაჭრობისა და მიგრაციის უძველეს ცენტრს. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა სამხრეთ და ცენტრალურ აზიას შორის, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთს შორის, საშუალებას აძლევს მას მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებში.