From Wikipedia, the free encyclopedia
პარაცეტამოლი, ასევე ცნობილი როგორც აცეტამინოფენი ან APAP — მედიკამენტი, რომელიც ძირითადად გამოიყენება მაღალი სიცხის დროს.
პარაცეტამოლი | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | C8H9NO2 |
მოლური მასა | 151.163 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.263 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 169 °C |
დუღილის ტემპერატურა | 420 °C |
პარაცეტამოლი არ არის საშიში როდესაც დოზა რეკომენდებულია მაქსიმალური დღიური დოზა ზრდასრული ადამიანისათვის შეადგენს 3 ან 4 გრამს.[1][2] მაღალი დოზა სახიფათოა ღვიძლისათვის.
პირველად პარაცეტამოლი მიიღეს 1877 წელს.[3]
პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ სიცხის დამწევ საშუალებას ყველა ასაკის ადამიანისათვის.[4] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია, რომ პარაცეტამოლი ბავშვების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას მაშინ, როდესაც სხეულის ტემპერატურა 38,5 °C-ზე მაღალია.[5]
პარაცეტამოლი ასევე გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად, ოსტეოართრიტის, წელის და თავის ტკივილის დროს
პარაცეტამოლის მისაღებად საწყისი პროდუქტია ფენოლი, რომელიც ნატრიუმის ნიტრატთან წარმოქმნის ორ იზომერ პროდუქტს — 2-ნიტროფენოლს და 4-ნიტროფენოლს. 4-ნიტროფენოლის გამოყოფა ნარევიდან მარტივად ხდება დისტილაციით 279 °C-ზე. 4-ნიტროფენოლისაგან ხდება 4-ამინოფენოლის მიღება ნატრიუმის ბოროჰიდრიდის თანაობისას, მაგრამ ეს მხოლოდ ლაბორატორიაში. ინდუსტრიაში მიღებულია 4-ნიტროფენოლის ჰიდრირება.[6] საბოლოოდ ამ უკანასკნელს უმატებენ ძმარმჟავა ანჰიდრიდს.[7]
„მწვანე სინთეზი“ არის პარაცეტამოლის სინთეზის ალტერნატიული ინდუსტრიული მეთოდი. მოიცავს უშუალოდ ფენოლის აცილაციას პირველ ეტაპზე. ფენოლს უმატებენ ძმარმჟავა ანჰიდრიდს, ხოლო კატალიზატორად გამოყენებულია ფთორწყალბადი. მიღებულ პროდუტს უმატებენ ჰიდროქსილამინს,, შემდეგ რეაქცია მიმდინარეობს კატალიზური მჟავების თანაობისას და მიიღება ამიდი.
2014 წელს პარაცეტამოლის მიღება მოხდა ჰიდროქუინონისაგან; ჰიდროქუინონის, ამონიუმის აცეტატისა და ძმარმჟავას ნარევის გაცხელებით არგონის არეში 230 °C-ზე. ნარევი ამ ტემპერატურაზე დატოვეს 15 საათის მანძილზე,ხოლო გაცივების შემდეგ ძმარმჟავა იქნა გამოძევებული. პროდუტი გარეცხეს წყლით და გაშრობის შემდეგ მიიღეს მყარი თეთრი ფერის პარაცეტამოლი.[8][9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.