From Wikipedia, the free encyclopedia
პაულა პრერადოვიჩი (გერმ. Paula Preradović; დ. 12 ოქტომბერი, 1887 — გ. 25 მაისი, 1951) — ავსტრიელი მწერალი და პოეტი. ავსტრიის ჰიმნის ტექსტის ავტორი.
პაულა პრერადოვიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 ოქტომბერი, 1887[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | ვენა[1] [5] [3] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 25 მაისი, 1951[1] [2] [3] [4] (63 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვენა[1] [5] [3] [4] |
დასაფლავებულია | ვენის ცენტრალური სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, კომპოზიტორი და რომანისტი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა | ავსტრია |
ჟანრი | რომანი |
Magnum opus | ავსტრიის ჰიმნი |
მეუღლე | Ernst Molden |
შვილ(ებ)ი | Fritz Molden და Otto Molden |
დაიბადა ვენაში. იყო სერბი პოეტის, ავსტრია-უნგრეთის გენერლის პეტარ პრერადოვიჩის შვილიშვილი. 1889 წელს, როდესაც პაულა 2 წლის იყო, მისი მშობლები გადასახლდნენ პულაში, სადაც მუშაობა დაიწყო მამამისმა ფლოტის ოფიცერმა დუშან პრერადოვიჩმა. პაულა პულაში 1913 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მიუნხენში, სადაც გაიარა მედდის კურსები. 1916 წელს ცოლად გაჰყვა ისტორიკოსსა და ჟურნალისტს ერნსტ მოლდენს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა კოპენჰაგენში, ხოლო 1920 წლიდან სიცოცხლოს ბოლომდე ვენაში. ქორწინებიდან მათ შეეძინათ ორი შვილი ოტო და ფრიცი.
ლექსების წერა ახალგაზრდობაში დაიწყო. 1930-იანი წლებიდან პროზაული ნაწარმოებების წერაც დაიწყო. 1946 წელს მონაწილეობა მიიღო ავსტრიის ჰიმნის ტექსტის კონკურსში. მისი ტექსტი (გერმ. Land der Berge, Land am Strome) მიჩნიეს საუკეთესოდ.
გარდაიცვალა 1951 წელს, დაკრძალულია ვენის სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.