პერტინაქსი
From Wikipedia, the free encyclopedia
პერტინაქსი (ლათ. Publius Helvius Pertinax Augustus;[1] დ. 1 აგვისტო, 126 — გ. 28 მარტი, 193) — რომის იმპერატორი 193 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში.[2] იგი ტახტზე წინამორბედის, კომოდუსის მკვლელობის შემდეგ ავიდა და ხუთი იმპერატორის წლის პირველი იმპერატორი იყო.
პერტინაქსი | |
---|---|
Publius Helvius Pertinax Augustus | |
პერტინაქსის ქანდაკება ალბა-იულიის კავშირის ეროვნული მუზეუმიდან, რუმინეთი | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 იანვარი, 193 |
მმართ. დასასრული: | 28 მარტი, 193 |
წინამორბედი: | კომოდუსი |
მემკვიდრე: | დიდიუს იულიანუსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 აგვისტო, 126 |
დაბ. ადგილი: | ალბა-პომპეია, იტალია |
გარდ. თარიღი: | 28 მარტი, 193 (66 წლის) |
გარდ. ადგილი: | რომი, იტალია |
დაკრძ. ადგილი: | რომი |
მეუღლე: | ფლავია ტიტიანა |
მამა: | ჰელვიუს საქსესუსი |
გააზატებული მონის ძედ დაბადებული პერტინაქსი, თავდაპირველად, მასწავლებლად მუშაობდა, სანამ არმიაში ოფიცრის თანამდებობა არ მიიღო. 160-იანი წლებში იგი პართიელებთან ომში იბრძოდა. ომში მოპოვებულმა წარმატებებმა ხელი შეუწყო მის დაწინაურებას როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე. მან პროვინციის მმართველისა და ქალაქის პრეფექტის თანამდებობების დაკავებაც შეძლო. პერტინაქსი სენატის წევრიც იყო დიონ კასიუსის თანადროულად.
კომოდუსის სიკვდილის შემდეგ, პერტინაქსი იმპერატორად გამოაცხადეს. იგი შეეცადა რამდენიმე რეფორმის წამოწყებას, თუმცა მისმა ხანმოკლე მმართველობამ ამ მცდელობებს წარმატების შანსი არ დაუტოვა. ერთ-ერთი რეფორმა, რომელიც პრეტორიანელთა გვარდიაში დისციპლინის აღდგენას ისახავდა მიზნად, კონფლიქტში გადაიზარდა, რაც, საბოლოოდ, გვარდიის მიერ იმპერატორის მკვლელობით დასრულდა. პერტინაქსის სიკვდილის შემდეგ, პრეტორიანელებმა იმპერატორის თანამდებობა აუქციონზე გაიტანეს. მისი ყიდვა მდიდარმა სენატორმა, დიდიუს იულიანუსმა შეძლო, რომლის მმართველობამაც 66 დღეს გასტანა.
იულიანუსის შემცვლელმა, სეპტიმიუს სევერუსმა სეპტიმუსი გააღმერთა. მისი ისტორიული რეპუტაციაც უმეტესწილად დადებითი იყო, რაც დიონ კასიუსის შეფასებებით იყო განპირობებული.