ხუთი იმპერატორის წელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხუთი იმპერატორის წელი — ამ სახელითაა ცნობილი 193 წელი რომის იმპერიის ისტორიაში, როდესაც იმპერატორის ტიტულზე ხუთი კანდიდატი აცხადებდა პრეტენზიას. ესენი იყვნენ: პერტინაქსი, დიდიუს იულიანუსი, პესცენიუს ნიგერი, კლოდიუს ალბინუსი და ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი. ამ წელს დაიწყო სამოქალაქო ომის პერიოდი, რომლის დროსაც იმპერატორობას ერთმანეთს მრავალი მმართველი ეცილებოდა.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ოთხი იმპერატორის წელი ან ექვსი იმპერატორის წელი. |
რომის საიმპერიო დინასტიები | |||
ხუთი იმპერატორის წელი | |||
ქრონოლოგია | |||
პერტინაქსი | 193 წ. | ||
დიდიუს იულიანუსი | 193 წ. | ||
პესცენიუს ნიგერი | 193 წ. | ||
კლოდიუს ალბინუსი | 193 წ. და 196-197 წწ. | ||
სეპტიმიუს სევერუსი | 193-211 წწ. | ||
მემკვიდრეობა | |||
წინამორბედი ანტონინუსების დინასტია |
მემკვიდრე სევერუსების დინასტია |
პოლიტიკური მღელვარება 192 წლის 31 დეკემბერს კომოდუსის მკვლელობით დაიწყო. მკვლელობისთანავე იმპერატორად პერტინაქსი გამოცხადდა, თუმცა ეს უკანასკნელიც მაშინვე პრეტორიანელთა ოპოზიციის პირისპირ აღმოჩნდა. მათ შეთქმულება მოაწყვეს და იმპერატორი მოკლეს. იგი მკვლელებს წინააღმდეგობას უწევდა.[1] პერტინაქსი იმპერატორი სულ სამი თვე იყო. ტახტზე იგი დიდიუს იულიანუსმა შეცვალა, თუმცა ეს უკანასკნელი 1 ივნისს ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა სეპტიმიუს სევერუსმა. სენატმა სევერუსი იმპერატორად ცნო, თუმცა მას დაუპირისპირდა პესცენიუს ნიგერი, რომელმაც თავი იმპერატორად გამოაცხადა.[2] ამით დაიწყო სამოქალაქო ომი ნიგერსა და სევერუსს შორის, რომლებმაც ჯარი შეკრიბეს და მთელი იმპერიის ტერიტორიაზე ერთმანეთთან ბრძოლა დაიწყეს. ომის გამო, სევერუსმა ნება მისცა კლოდიუს ალბინუსს, რომელსაც იგი საფრთხედ მიიჩნევდა, რომ მისი თანაკეისარი გამხდარიყო. ამით სევერუსი ცდილობდა თავიდან აეცილებინა იმპერატორის თანამდებობის წინასწარ დაკავება. ამან მას საშუალება მისცა კონცენტრაცია ნიგერთან მიმდინარე ომზე მოეხდინა.[1] ისტორიკოსთა უმეტესობა სევერუსსა და ალბინუსს ორ იმპერატორად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთდროულად მართავდნენ იმპერიას. სევერუსთა დინასტია 193 წლის ქაოსში იშვა.[2]