![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/69/Petre_Melikishvili_%25281850-1927%2529.jpg/640px-Petre_Melikishvili_%25281850-1927%2529.jpg&w=640&q=50)
პეტრე მელიქიშვილი
ქართველი ქიმიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი (დ. 11 ივლისი [ ძვ. სტ. 29 ივნისი], 1850, თბილისი — გ. 23 მარტი, 1927, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი რექტორი (1918-1919) და ორგანული ქიმიის კათედრის გამგე (1919-1927), სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927) და ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი.[3][4]
პეტრე მელიქიშვილი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 29 ივნისი (11 ივლისი), 1850[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 23 მარტი, 1927(1927-03-23) (76 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი |
ოდესის უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ოდესის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | ალექსანდრე ვერიგო |
განთქმული მოსწავლეები |
ივანე ნიკურაძე შალვა ცინცაძე |
სამეცნიერო ხარისხი | ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემია (1899)[2] |
არაორგანულ ქიმიაში პეტრე მელიქიშვილის ინტერესის სფერო არაორგანული პეროქსიდებისა და ზემჟავების სინთეზი და თვისებები იყო, ორგანულ ქიმიაში ― გლიციდური მჟავებისა და აკრილის მჟავების ქიმია. იკვლევდა მეტეორიტების შემადგენლობებსა და სოფლის მეურნეობის საკითხებსაც.[5] პეტრე მელიქიშვილმა პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთთა ახალი კლასი, რომელთაც გლიციდმჟავები უწოდა, ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბორატი.