რუსული მუზეუმი (სანქტ-პეტერბურგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სახელმწიფო რუსული მუზეუმი (რუს. Государственный Русский музей), ყოფილი იმპერატორ ალექსანდრე III-ის რუსული მუზეუმი (რუს. Ру́сский Музе́й Импера́тора Алекса́ндра III; 1898 — 1917) — რუსული სახვითი ხელოვნების ნიმუშების უდიდესი საცავი სანქტ-პეტერბურგში.
მუზეუმი დაარსდა 1895 წლის 13 აპრილს ნიკოლოზ II-ის ბრძანებით მამის, ალექსანდრე III-ის ხსოვნის უკვდავსაყოფად. მისი თავდაპირველი კოლექცია შედგებოდა ერმიტაჟის მუზეუმიდან, ალექსანდრეს სასახლიდან და ხელოვნების იმპერიული აკადემიიდან წამოღებული ნიმუშებისგან. რუსეთის რევოლუციის შემდეგ მრავალი კერძო კოლექცია ნაციონალიზებულ იქნა და რუსულ მუზეუმში გადმოინაცვლა. ამ კოლექციის ნაწილი იყო კაზიმირ მალევიჩის ”შავი კვადრატის” პირველი და ყველაზე ფასდაუდებელი ვერსია.
მუზეუმის მთავარი შენობა მახაილოვსკის სასახლეა—დიდი თავადი მიხაილ პავლოვიჩის ბრწყინვალი ნეოკლასიკური რეზიდენცია, აგებული 1819-25 წლებში კარლო როსის პროექტით სანქტ-პეტერბურგის ხელოვნების მოედანზე. სასახლის ზოგიერთ დერეფანში შემორჩენილია ყოფილი იმპერიული რეზიდენციის თავდაპირველი პომპეზური ინტერიერი. მუზეუმის სხვა შენობათა შორისაა პეტრე I-ის ზაფხულის სახლი (1710-14), გრაფი ორლოვის მარმარილოს სასახლე (1768-85), იმპერატორი პავლეს წმ. მიხეილის ციხე-კოშკი (1797-1801), და რასტრელის პროექტის სტროგანოვის სასახლე ნევსკი პროსპექტზე (1752-54).