სამხრეთი ლეიტე
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი ლეიტე (ტაგ: Timog Leyte; სებ: Habagatang Leyte) — პროვინცია ფილიპინებში, აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალქია მაასინი. სამხრეთი ლეიტე დამოუკიდებელ პროვინციად 1959 წელს ჩამოყალიბდა. იგი სამი საკანონმდებლო რაიონისგან შედგება. სამხრეთ ლეიტეს შემადგენლობაში შედის კუნძული ლიმასავა, სადაც ზოგიერთი წყაროს ცნობით პირველი კათოლიკური მესა გაიმართა და შესაბამისად, ფილიპინებში რომაული კათოლიციზმის დაბადების ადგილად მიიჩნევა.[2]
სამხრეთი ლეიტე | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | Maasin | ||||
შიდა დაყოფა | ანაავანი, ბონტოკი (სამხრეთი ლეიტე), ინუნანგანი, ინუნდაიანი, ლიბაგონი, ლილოანი (სამხრეთი ლეიტე), ლიმასავა, Maasin, მაკროონი, მალიტბოგი (სამხრეთი ლეიტე), პადრე-ბურხოსი (სამხრეთი ლეიტე), პინტუიანი, სენ-ბერნარი (სამხრეთი ლეიტე), სან-ფრანსისკო (სამხრეთი ლეიტე), სან-ხუანი (სამხრეთი ლეიტე), სან-რიკარდო (სამხრეთი ლეიტე), სილაგო, სოგოდი (სამხრეთი ლეიტე) და თომას-ოპუსი | ||||
კოორდინატები | 10°20′00″ ჩ. გ. 125°05′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Damian Mercado | ||||
დაარსდა | 1960 | ||||
ფართობი | 1798.61 კმ² | ||||
მოსახლეობა | 429 573 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 53 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6600–6618 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.southernleyte.gov.ph/ | ||||
| |||||
2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 421 750 ადამიანს შეადგენს. სამხრეთი ლეიტე რეგიონის 6 პროვინციას შორის მეორე ყველაზე მცირერიცხოვანი პროვინციაა.[3]
2017 წლის სექტემბერში ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის წევრმა, როჯერ მერკადომ პროვინციის სახლწოდების Leyte del Sur-ად გადარქმევის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.[4]