From Wikipedia, the free encyclopedia
საუდის არაბეთის დემოგრაფია — სტატია ეძღვნება საუდის არაბეთის ისეთი დემოგრაფიული მონაცემებს როგორიცაა: მოსახლეობა, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური ჯგუფები, განათლების დონე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური გაერთიანებები და სხვა.
2010 წლის მონაცემებით საუდის არაბეთში ცხოვრობს 27,136,977 ადამიანი, რომელთაგან 8,429,401 არ არის წარმოშობით საუდელი არაბი.[1] მოსაზლეობის 51% არის 25 წელზე ნაკლები ასაკის.[2] 1960 წლამდე მოსახლეობის უმეტესობა იყო მომთაბარე ან სანახევროდ მომთაბარე. სწრაფი ეკონომიკური და ურბანული ზრდის გამო ახლა მოსახლეობის 95% არის დასახლებული. მოსახლეობის 80% ცხოვრობს სამ უმსხვილეს ურბანულ ცენტრში: ერ-რიადში (დედაქალაქი), ჯიდასა და დამამში.[3] ზოგიერთ ქალაქსა და ოაზისში მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კვ. კილომეტრზე 1000 ადამიანს აღწევს. საუდის არაბეთის მოსახლეობა ხასიათდება სწრაფი ზრდითა და ახალგაზრდების დიდი რაოდენობით.
საუდის არაბეთი ფლობს ისლამის უმთავრეს სიწმინდეს მექას, რის გამოც თითოეული მუსლიმი ვალდებულია ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიიღოს ჰაჯიში მონაწილეობა და მოინახულოს ის. საუდის არაბეთის კულტურული გარემო არის უკიდურესად კონსერვატიული. ქვეყანა გამოირჩევა ისლამური ქცევის კოდექსის შარიათის ერთგულებით, შედეგად ხელოვნება უნდა ჯდებოდეს ეთიკის მკაცდარ დადგენილ ჩარჩოებში. ქალს და მამაკაცს არ აქვს უფლება ერთად იღებდნენ მონაწილეობას ღონისძიებებში. მათი სამუშაო ადგილები ასევე გაყოფილია.
მოსახლეობის უმეტესობა წარმოადგენს ეთნიკურ არაბს. რომლებიც მოვიდნენ როგორც მომლოცველები და დასახლდნენ ჰიჯაზის ტერიტორიაზე წითელი ზღვის სანაპირო ზოლში.[4] ქვეყანაში ასევე ცხოვრობს აზიელების დიდი რაოდენობა. განსაკუთრებით: ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ფილიპინებიდან. 1970-1980 წლებში ასევე მოხდა კორეელების მნიშვნელოვანი რაოდენობის მუშა ხელად შემოდინება, თუმცა შემდგომ უმეტესობა უკან დაბრუნდა.
პერიოდი | შობადობა | გარდაცვალება | ცვლილება | შობადობის კოეფიციენტი | გარდაცვალების კოეფიციენტი | ცვლილების კოეფიციენტი | ბავშვების რაოდენობა ერთ ქალზე | გარდაცვალების რაოდენობა 1000 ბავშვზე |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1950–1955 | 159 000 | 81 000 | 78 000 | 47.9 | 24.3 | 23.5 | 7.18 | 204.3 |
1955–1960 | 180 000 | 83 000 | 98 000 | 47.6 | 21.9 | 25.7 | 7.18 | 183.1 |
1960–1965 | 210 000 | 86 000 | 124 000 | 47.6 | 19.6 | 28.1 | 7.26 | 162.6 |
1965–1970 | 248 000 | 88 000 | 159 000 | 46.9 | 16.7 | 30.2 | 7.26 | 139.2 |
1970–1975 | 304 000 | 88 000 | 216 000 | 46.4 | 13.4 | 33.0 | 7.30 | 106.6 |
1975–1980 | 378 000 | 86 000 | 292 000 | 44.1 | 10.0 | 34.1 | 7.28 | 78.2 |
1980–1985 | 491 000 | 86 000 | 405 000 | 42.7 | 7.5 | 35.2 | 7.02 | 57.0 |
1985–1990 | 562 000 | 86 000 | 476 000 | 38.3 | 5.8 | 32.4 | 6.22 | 42.3 |
1990–1995 | 579 000 | 85 000 | 495 000 | 33.5 | 4.9 | 28.6 | 5.45 | 30.2 |
1995–2000 | 573 000 | 87 000 | 486 000 | 29.7 | 4.5 | 25.2 | 4.51 | 22.2 |
2000–2005 | 545 000 | 91 000 | 454 000 | 24.7 | 4.1 | 20.6 | 3.54 | 19.4 |
2005–2010 | 569 000 | 98 000 | 470 000 | 22.1 | 3.8 | 18.3 | 3.03 | 18.5 |
0–14 წლის: 32,4%
15–64 წლის: 64,8%
65-ს ზემოთ: 2,8%
სულ: 25.3 წელი
კაცი: 26.4 წელი
ქალი: 23.9 წელი (2011 წლის მიხედვით.)
1.536% (2011 წლის მიხედვით)
სულ: 75.29 წელი კაცი: 73.51 წელი ქალი: 77.16 წელი (2011 est.) [6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.