საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[1]
სწრაფი ფაქტები უწყების შესახებ ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
მინისტრი | ირაკლი ქარსელაძე |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
საიტი | |
www.mrdi.gov.ge |
დახურვა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიქმნა 2009 წლის 1 თებერვალს. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამინისტროს დებულების შესაბამისად.[2]. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს და მისი კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.