სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
საჯავახო — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: საჯავახო, ნიგორზღვა, ჭოგნარი). მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. სოფელში არის სილის კარიერი. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. მოქმედებს საბავშვო ბაღი. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი: ღვთისმშობლის შობის ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
საჯავახო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | საჯავახო |
კოორდინატები | 42°06′15″ ჩ. გ. 42°18′00″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ორპირი, ბარსაჯავახო |
ცენტრის სიმაღლე | 25 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 658[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა ორპირი. ასევე მოიხსენიებოდა ბარსაჯავახოს ან ბარის სახელით. სახელწოდება საჯავახო სოფელს შემორჩა საჯავახოს მხარიდან გამომდინარე, რომელშიც შედიოდა ეს სოფელი.
1924 წლის 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე საჯავახოში მიმდინარეობდა ბრძოლა ანტისაბჭოთა აჯანყების მონაწილეებს და ხელისუფლების ძალებს შორის. ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავის რაზმი 3 დღის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას ხელისუფლების ძალებს.[2]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 658 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.