From Wikipedia, the free encyclopedia
სილეზიური ენა (სილეზ. ślůnsko godka, პოლ. język śląski, გერმ. Schlesische Sprache, ჩეხ. slezština) — ენა, რომელზეც ჩეხეთთან და გერმანიასთან ერთად, პოლონეთის ზემო სილეზიის რეგიონის მცხოვრებნი საუბრობენ. 2011 წელს დაახლოებით 509 000[1] ადამიანმა სილეზიური თავის მშობლიურ ენად გამოაცხადა, თუმცა ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა 1 250 000 ადამიანს ითვლის.
სილეზიური ენა ślůnsko godka | |
გავრცელებულია | პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია და აშშ |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 1 250 000 |
ოფიციალური სტატუსი | არ გააჩნია |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები:
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-1: — ISO 639-2: — ISO 639-3: szl |
სილეზიური ენა მჭიდროდაა დაკავშირებული პოლონურ ენასთან, სწორედ ამიტომ ზოგიერთი ლინგვისტი მას პოლონური ენის დიალექტად მიიჩნევს.
სილეზიური ანბანი რამდენიმეა. წარსულში სილეზიურ ენაზე მოსაუბრეები პოლონური ანბანს იყენებდნენ, თუმცა 2006 წელს შემოღებულ იქნცა სილეზიური ანბანი, რომელიც სილეზიური დამწერლობების ათივე სახეობას ეფუძნებოდა. მას ფართოდ გამოიყენებენ ინტერნეტში, ისევე როგორც სილეზიურ ვიკიპედიაში.
ამჟამინდელი სილეზიური ანბანი შედგება შემდეგი ასო-ნიშნებისგან:
Aa, Bb, Cc, Ćć, Čč, Dd, Ee, Ff, Gg, Hh, Ii, Jj, Kk, Ll, Mm, Nn, Ńń, Oo, Pp, Rr, Řř, Ss, Śś, Šš, Tt, Uu, Ůů, Ww, Yy, Zz, Źź, Žž;
და რამდენიმე დიგრაფისგან: Ch, Dz, Dź, Dž.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.