სომხური კათოლიკური ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხური კათოლიკური ეკლესია (სომხურად: Հայ Կաթողիկէ Եկեղեցի, ჰაია კატოვიკე ეკვეცი; ლათინურად: Ecclesia armeno-catholica) — კათოლიკური ეკლესიის ერთ – ერთი აღმოსავლური მიმდინარეობა. რელიგიის მიმდევრები აღიარებენ რომის პაპის უზენაესობას და სრულ კავშირში არიან რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. სომხური კათოლიკური ეკლესია რეგულირდება აღმოსავლეთის ეკლესიათა კანონით.
სომხური კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი[1][2] არის კილიკიელი სომეხი კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის მთავარი საკათედრო ტაძარი და სამყოფელი წმინდა ელიას და წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ტაძარია ბეირუთში. სომხური კათოლიკური ეკლესია დამოუკიდებელ ეკლესიად გამოცხადდა 1740 წლის 26 ნოემბერს. მას სამწყსოები აქვს სომხეთში, ლიბანში, სირიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ირანში, თურქეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, საქართველოში, აშშ-ში და სამხრეთი ამერიკის კონტინენტზე.
ევროპის სომეხმა კათოლიკეებმა დიდი როლი შეასრულეს სომხური კულტურისა და არმენოლოგიის განვითარებაში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ვენეციის და ვენის მხითარისტების მოღვაწეობას.