შტატის ფართობი 11 100 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 1 177 300 ადამიანია. XIX საუკუნის დასასრულს, სწორედ ტაჩირის შტატში აღმოაჩინეს ვენესუელაში ნავთობი პირველად, რომლის ბურღვაც მრავალ წელს გრძელდებოდა. დღეს მისი ეკონომიკური შემოსავლების ძირითადი წყაროა ყავა და ანანასი. ასევე მნიშნელოვან როლს თამაშობს მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. არსებობს კარტოფილის, შაქრის, რძის, ყველისა და ტექსტილის წარმოების ძლიერი ეკონომიკური სექტორიც.
ტაჩირა ერთ-ერთია ვენესუელის სამი ანდური შტატიდან (დანარჩენი ორია მერიდა და ტრუხილიო). ჩრდილოეთით ესაზღვრება სულიას შტატი, აღმოსავლეთით ბარინასი და მერიდა, სამხრეთით აპურე, ბარინასი და კოლუმბია.