From Wikipedia, the free encyclopedia
ფილახი (გერმ. Villach) — ქალაქი სამხრეთ ავსტრიაში, მეორე უდიდესი ქალაქი კარინტიის ფედერალურ მხარეში. მდებარეობს მდინარე დრავაზე და წარმოადგენს გადაზიდვების მნიშვნელოვან გზაჯვარედინს მთლიან ავსტრიასა და ალპ-ადრიის რეგიონს შორის. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 59 285 ადამიანს შეადგენდა.[3]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფილახი სლოვენ. Beljak | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
ფედერალური მიწა | კარინტია | ||
კოორდინატები | 46°37′00″ ჩ. გ. 13°50′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Günther Albel | ||
ფართობი | 134.98 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 501 მეტრი | ||
მოსახლეობა | 65 127 (1 იანვარი, 2023)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 04242 | ||
საფოსტო ინდექსი | 9500[2] | ||
საავტომობილო კოდი | VI | ||
ოფიციალური საიტი | https://villach.at/ | ||
ფილახში აღმოჩენილი უძველეს ადამიანთა ნაკვალევი ძვ. წ. 3500 წლით თარიღდება. ასევე აღმოჩენილია მრავალი რომაული არტეფაქტი, რადგან იგი მნიშვნელოვანი რომაული გზის სიახლოვეს მდებარეობდა. 878 წლის დოკუმენტში მოხსენიებულია ხიდი, რომელზეც ქალაქია გაშენებული. ამ დასახლებას 1060 წელს სავაჭრო ქალაქის სტატუსი მიენიჭა. კონკრეტულად ფილახი კი 1240 წელსაა მოხსენიებული.
1348 წლის 25 იანვირს მიწისძვრამ ფილახის მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრია, რასაც 1690 წელს სხვა მიწისძვრა მოჰყვა. ასევე იყო მრავალი ხანძარი, რომლებმაც ქალაქის არაერთი შენობა გაანადგურა.
1759 წელს, ავსტრიის იმპერატორმა მარია ტერეზიამ ფილახი და კარინტიის უდიდესი ნაწილი ფორმალურად იყიდა. ნაპოლეონის ომების დროს, ფილახი საფრანგეთის იმპერიის ილირიის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, 1809 - 1813 წლებში.
1864 წელს, ფილახს მისწვდა სიუდბაჰნის რკინიგზა, რამაც ქალაქის ზრდა-გაფართოება განაპირობა.
გერმანული ანშლუსის დროს (1938–45), როდესაც ავსტრიის ოკუპაცია ნაცისტურმა გერმანიამ მოახდინა, ფილახის მერი იყო ოსკარ კრაუსი — ენთუზიასტი ნაცისტი.[4]
მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა მიერ ფილახი 37-ჯერ დაიბომბა. დაახლოებით 42 500 ბომბმა იმსხვერპლა 300 ადამიანი და გაანადგურა შენობათა 85%. მიუხედავად ამისა, ქალაქი მალე აღადგინეს.[5]
დღეისათვის, ფილახი საქმიანი ქალაქია, ვაჭრობითა და რეკრეაციით, თუმცა, დღემდე ინარჩუნებს ისტორიულ წარსულს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.