From Wikipedia, the free encyclopedia
ფინეთის მოსახლეობა შეადგენს 5.3 მლნ ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 17-ს. შედეგად, ფინეთი ევროპაში მესამე ყველაზე მეჩხერად დასახლებული სახელმწიფოა ისლანდიისა და ნორვეგიის შემდეგ. მოსახლეობის გადანაწილება საკმაოდ არათანაბარია: უდიდესი ნაწილი თავმოყრილია სამხრეთ-დასავლეთის პატარა სანაპირო ზოლში. ურბანიზაციის დონე 64%-ს შეადგენს, მათ შორის, მხოლოდ ჰელსინკის მეტროპოლიაში 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. არქტიკულ ლაპლანდიაში კი კვადრატულ კილომეტრზე 2 ადამიანი მოდის.
ფინეთი ეთნიკურად ერთგვაროვანი ქვეყანაა, ძირითადად ფინური ხალხებით დასახლებული. ოფიციალური ენებია ფინური და შვედური, მოგვიანებით მათ დაემატა ერთ-ერთი ადგილობრივი ენა, რომელზეც მოსახლეობის 5% საუბრობს.[1] შვედურისთვის ოფიციალური ენის სტატუსი ისტორიული და პოლიტიკური ვითარებით აიხსნება - XIII საუკუნიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე ფინეთი შვედეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.
მორწმუნეთა 79% ლუთერანული ეკლესიის მიმდევარია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.