![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg/langka-640px-Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg.png&w=640&q=50)
ქვემო ხოდაშენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქვემო ხოდაშენი — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, თელავი-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 460 მეტრი, თელავიდან 11 კილომეტრი. თბილისიდან 104 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1277 ადამიანი.
![]() |
ტერმინს „ხოდაშენი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხოდაშენი. |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ქვემო ხოდაშენი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარეკახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თელავის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვემო ხოდაშენი |
კოორდინატები | 41°53′09″ ჩ. გ. 45°35′13″ ა. გ. |
ფართობი | 1,698 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 460 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1277[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა
ჩრდილო-დასავლეთიდან სოფელი წინანდლისგან გამოყოფილია მდინარე დოლიაურის ხევით. მეზობელი სოფლებია წინანდალი და ბუშეტი.