ყინულის გიგანტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ყინულის გიგანტი — გიგანტი პლანეტა, რომელიც უმეტესად შედგება ყინულებისაგან — წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე აქროლადი ნივთიერებებით, როგორებიცაა: წყალი, მეთანი და ამიაკი. ამის საპირისპიროდ, გაზური გიგანტები წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება.[1] 1990-იანებში ცნობილი გახდა, რომ ურანი და ნეპტუნი გიგანტი პლანეტების ცალკეული კლასი იყო, რომლებიც 20 % წყალბადისაგან შედგებოდა, შედარებისთვის კი გაზის გიგანტებში ამ ელემენტს 90 % უკავია.[1] ეს ნივთიერებები სინამდვილეში ყინული იყო ყინულის გიგანტების ფორმირებისას, მაგრამ ახლა ისინი სხვადასხვა ფაზებში არსებობს, ძირითადად ზეკრიტიკულ სითხეებად.[1] ყინული უმეტესად H2O-სგან შედგება. მეცნიერთა ვარაუდით, ყინულის გიგანტს მეტალური წყალბადი არ აქვს ბირთვში, განსხვავებით გაზური გიგანტისაგან.[1]
დაფიქსირებულია სხვადასხვა ატმოსფერული მოვლენები, როგორებიცაა: პოლარული მორევები, ძლიერი ზონური ქარები და დიდი მასშტაბის ცირკულაცია.[1] არ არსებობს დამაკმაყოფილებელი მოდელი, რომელიც აღწერს, თუ რატომ არსებობს ეს მახასიათებლები.[1] მათი დიდი ზომისა დ ადაბალი თერმული გამტარობის გამო, პლანეტის ინტერიერის წნევა რამდენიმე 100 გპა და რამდენიმე 1000 K-ა. 2012 წლის მარტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წყლის ყინულის გიგანტის მოდელებში გამოყენებული კუმშვადობა 1/3 უნდა ყოფილიყო.[2] ეს მნიშვნელობა გამოსადეგია ყინულის გიგანტების მოდელირებისთვის და მათ შესწავლას ძალიან აადვილებს.[2] ყინულის გიგანტები მოიცავს ურანს, ნეპტუნს და ამ კატეგორიაში რამდენიმე ეგზოპლანეტას.[2]