ქაშაპი (ლათ. Leuciscus cephalus) — მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, მასა 8 კგ აღწევს. აქვს სქელი თავი, განიერი და ფართო შუბლი. გავრცელებულია ევროპისა და აზიის მრავალ მდინარესა და ტბაში. ძირითადად ბინადრობს მდინარეებში, იშვიათად ტბებში. იკვებება მწერებით, პატარა თევზებითა და ბაყაყებით. საქართველოში გვხვდება მისი ერთი ქვესახეობა (L.c. orientalis). მცირერიცხოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი თევზია. სპორტთევზჭერის ობიექტია. მისი სარეწაო მოპოვება ხდება სხვა თვზებთან ერთად. იყენებენ ნედლს, იშვიათად დამარილებულს.
|
ეს სტატია კობრისებრთა ოჯახის თევზს ქაშაპს ეხება. ქაშაყისებრთა ოჯახის წარმომადგენლის შესახებ იხილეთ ქაშაყი. |
სწრაფი ფაქტები ქაშაპი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა
ქაშაპის გავრცელების არეალია: ანდორა, სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირანი, იტალია, ყაზახეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჩრდილოეთი მაკედონია, მოლდოვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.[1]