From Wikipedia, the free encyclopedia
ხრისტო სტოიჩკოვ სტოიჩკოვი (დ. 8 თებერვალი, 1966) — ბულგარელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. კარიერის ძირითადი ნაწილი გატარებული აქვს „ცსკა სოფია“-ში და „ბარსელონაში“. გამოდიოდა ეროვნულ ნაკრებში 80-იან და 90-იან წლებში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხრისტო სტოიჩკოვ სტოიჩკოვი | ||
დაბადების თარიღი | 8 თებერვალი, 1966 | ||
დაბადების ადგილი | პლოვდიდი, ბულგარეთი | ||
სიმაღლე | 178 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლიტექსი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1976-1982 | მარიცა პლოვდიდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1981-1982 | ზავოდ „იური გაგარინი“ | 16 | (3) |
1982-1984 | ჰებროსი | 32 | (14) |
1984-1990 | ცსკა სოფია | 119 | (81) |
1990-1995 | ბარსელონა | 151 | (77) |
1995-1996 | პარმა | 23 | (5) |
1996-1998 | ბარსელონა | 26 | (7) |
1998 | ცსკა სოფია | 4 | (1) |
1998 | ალ-ნასსრი | 2 | (1) |
1998-1999 | კაშივა რეისოლი | 28 | (13) |
2000-2002 | ჩიკაგო ფაირი | 51 | (17) |
2003 | დი სი იუნაიტედი | 21 | (5) |
სულ | 473 | (225) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1987-1999 | ბულგარეთი | 83 | (37) |
1990 | კატალონია | 1 | (?) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2004-2007 | ბულგარეთი | ||
2007 | სელტა | ||
2009-2010 | მამელოდი სანდაუნსი | ||
2012-2013 | ლიტექსი | ||
2013 | ცსკა სოფია | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
„ბარსელონას“ რიგებში მოგებული აქვს თასების მფლობელთა თასი და არის უეფას თასის გამარჯვებული, ორგზის უეფას სუპერთასის მფლობელი, ოთხგზის ესპანეთის ჩემპიონი. 1994 წელს აიღო ოქროს ბურთი, როგორც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა საუკეთესო ბომბარდირი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 29-ე ადგილზე დასახელდა.[1]
კარიერა ფეხბურთელმა 2003 წელს დაასრულა. 2004-2013 წლებში იყო ბულგარეთის ეროვნული ნაკრების, ესპანური „სელტის“, სამხრეთაფრიკული „მამელოდი სანდაუნზის“, ბულგარული „ლიტექსისა“ და „ცსკა სოფიას“ მთავარი მწვრთნელი.
სტოიჩკოვი შესანიშნავად თამაშობდა „სოფიას ცსკა“-ს რიგებში. თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში მან შესანიშნავად ითამაშა „ბარსელონას“ წინააღმდეგ, გაიტანა სამი ბურთი და ამით ესპანური კლუბის მთავარი მწვრთნელის იოჰან კრუიფის ყურადღებაც მიიქცია. ამის შემდეგ „ბარსელონამ“ ბულგარელ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა. ეს 1990 წელს მოხდა. სატრანსფერო თანხამ 2 მლნ ფუნტი სტერლინგი შეადგინა.
პირველ 3 სეზონში სტოიჩკოვმა „ბარსელონას“ რიგებში 60 ბურთი გაიტანა. 1994 წელი მის საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო გამოდგა. ბულგარეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სტოიჩკოვმა კი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო, 1995 წელს ის იტალიურ „პარმაში“ წავიდა სათამაშოდ, 1 წლის შემდეგ კი ისევ „ბარსელონაში“ დაბრუნდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დიმიტრი პანევი დაინიშნა, სტოიჩკოვი ამით უკმაყოფილო იყო და 1 წლის განმავლობაში არ თამაშობდა ეროვნული ნაკრების რიგებში.
1997 წლის 8 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 წლით ადრე, სტოიჩკოვი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა. ბულგარეთი, ბურგასში თამაშობდა განმეორებით შეხვედრას ლუქსემბურგთან. სტოიჩკოვმა ანგარიში გახსნა, მისმა გუნდმა კი 4-0 მოიგო.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბულგარეთის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპიდანვე გამოეთიშა ასპარეზობას. სტოიჩკოვმა კი მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.
კარიერის დასრულებამდე სტოიჩკოვი თამაშობდა აშშ-ში, „ჩიკაგო ფაირში“. ამ გუნდის შემადგენლობაში მან ამერიკის თასი მოიგო. ის ამ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, ის MLS-ის „ოცნების გუნდში მოხვდა“. 2004 წელს ის დაინიშნა ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, 2007 წელს „სელტას“ გაწვრთნა დაიწყო, 2011 წელს „როსტოვის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
2012 წლის 5 იანვარს ის „ლიტექსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ხოლო 2013 წელს „ცსკა სოფიას“ მთავარ მწვრთნელად.
ცსკა სოფია
ბარსელონა
ალ-ნასრი
კაშივა რეისოლი
ჩიკაგო ფაირი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.