ჯორჯ ბესტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯ ბესტი (ინგლ. George Best; დ. 22 მაისი, 1946, ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია — გ. 25 ნოემბერი, 2005, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელი, საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდეს ფეხბურთელად.[1] თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. 1968 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და როგორც წლის საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელად ასევე, საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციაციის მიერ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის შეფასებით იგი იყო „საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე ჩრდილოეთ ირლანდიის მწვანე მაისური მოურგია.“ 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 27-ე ადგილზე დასახელდა.[2]
ბესტი 1976 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯორჯ ბესტი | ||
დაბადების თარიღი | 22 მაისი, 1946 | ||
დაბადების ადგილი |
ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია | ||
გარდაცვალების თარიღი | 25 ნოემბერი, 2005 (59 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1961–1963 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1963–1974 | მანჩესტერ იუნაიტედი | 361 | (137) |
1974 | იევიშ გილდი | 5 | (1) |
194 | დაინსტეიბლ თაუნი | 0 | (0) |
1975 | სტოკპორტ ქაუნთი | 3 | (2) |
1975–1976 | კორკ სელტიკი | 3 | (0) |
1976 | ლოს ანჯელეს აცტეკსი | 23 | (15) |
1976–1977 | ფულჰემი | 42 | (8) |
1977–1978 | ლოს ანჯელეს აცტეკსი | 32 | (12) |
1978–1979 | სტრაიკერსი | 28 | (6) |
1979–1980 | ჰიბერნიანი | 17 | (3) |
1980–1981 | სან ხოსე ერტქუეიქსი | 56 | (21) |
1982 | სიი ბიი | 2 | (0) |
1982 | ჰონკონგ რეინჯერსი | 1 | (0) |
1983 | ბორნმუთი | 5 | (0) |
1983 | ბრისბეინ ლაიონსი | 4 | (0) |
1983 | ოსბორნ პარკ გალები | 1 | (1) |
1983 | ნანიტონ ბორო | 0 | (0) |
1984 | ტობერმორ იუნაიტედი | 0 | (0) |
სულ | 604 | (239) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1964–1977 | ჩრდილოეთ ირლანდია | 37 | (9) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დაიბადა და აღიზარდა ბელფასტში, საფეხბურთო კარიერა კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ინგლისში დაიწყო. როცა 15 წლის იყო, ბესტის ნიჭი საფეხბურთო სკაუტმა შეამჩნია და მეტ ბასბის შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „ვგონებ, გენიოსი გიპოვეთ“. ბესტმა „იუნაიტედთან“ ერთად წარმატებას მიაღწია, 179 გოლი გაიტანა 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებულ 470 მატჩში და კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო ლიგაში 5 წლის განმავლობაში.
ბესტი იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი, მისი სათამაშო სტილი მოიცავდა გამწვავების უნარს, ფინტებს, ბალანსს, ორივე ფეხით თამაშს, გოლის გატანის უნარს და მცველების დამარცხებას. ბესტი 1974 წელს 27 წლის ასაკში მოულოდენლად წავიდა „იუნაიტედიდან“, მაგრამ მსოფლიოს ირგვლივ რამდენიმე კლუბში თამაშის შემდეგ უკან დაბრუნდა და 37 წლამდე ითამაშა, სანამ 1983 წელს კარიერას დაასრულებდა. ნაკრებში მას ავტომატურად იძახებდნენ, როცა ჯანმრთელი იყო, 1964 წლიდან 1977 წლამდე ბესტმა 37 მატჩი ჩაატარა საერთაშორისო არენაზე და 9 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ნაკრების შესაძლებლობები მას საშუალებას არ აძლევდა, რომ საკუთარი ნიჭის დემონსტრირება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მოეხდინა.
ბესტის ნიჭი და ქარიზმა ისეთი იყო, რომ ის მაშინვე გახდა ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო ვარსკვლავი და მან ზედმეტსახელად მიიღო El Beatle (ელ ბიტლ), მაგრამ მისმა ცხოვრების სტილმა ჯორჯს არაერთი პრობლემა გაუჩინა, მათ შორის იყო ალკოჰოლიზმი, რითაც მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა. ამ პრობლემებმა თავი მოედანზე და მის ფარგლებს გარეთაც გამოიჩინა, თუმცა ბესტს ეს არასდროს ანაღვლებდა. მას არაერთხელ უთქვამს: „გართობაზე, სასმელსა და სწრაფ მანქანებზე ბევრი ფული დავხარჯე, დანარჩენი კი უბრალოდ გავფლანგე“. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ბესტი ცოტა ხნით ექსპერტად მუშაობდა, მაგრამ მისმა ფინანსურმა და ჯანმრთელობის პრობლემებმა მის დაღმასვლას შეუწყო ხელი. ბესტი გარდაიცვალა 2005 წელს, 59 წლის ასაკში. ჯორჯმა ორჯერ იქორწინა ყოფილ მოდელებზე. პირველი მათგანი იყო ენჯი ბესტი, ხოლო მეორე ალექს ბესტი. 1981 წელს კი პირველი ქორწინებიდან შეეძინა შვილი კალუმ ბესტი.
1999 წელს მსოფლიოს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში მე-16 ადგილზე გავიდა, ასევე ის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შედის. ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, რომელსაც მრავალი ადამიანი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს, ბესტის შესახებ ამბობდა: „ჯორჯ ბესტი მსოფლიოს უდიდესი მოთამაშე იყო“, მოგვიანებით კი დაამატა, რომ „ბესტი დაუჯერებელი ფეხბურთელი იყო“. ამას კი ბესტმა ასე უპასუხა: „პელემ მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი მიწოდა. ასე მივესალმები საბოლოოდ ჩემს ცხოვრებას“. მისი გარდაცვალების შემდეგ, როცა ბესტს 60 წელი უნდა შესრულებოდა, ბელფასტის საქალაქო აეროპორტს სახელი შეუცვალეს და „ჯორჯ ბესტის ბელფასტის საქალაქო აერეპორტი“ დაარქვეს. BBC-ს თანახმად, ბესტს სამშობლოში იცნობდნენ, როგორც „მშვენიერ ბიჭს მშვენიერი თამაშით“.