From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაიდარაბადი (ტელუგუ హైదరాబాదు; ურდუ حیدر آباد; ინგლ. Hyderabad) — ქალაქი ინდოეთში, ანდჰრა-პრადეშისა და ტელანგანის შტატების დედაქალაქი[5] . მეტსახელად მას მარგალიტების ქალაქსაც უწოდებენ.[6] იგი ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიაა 650 კმ² ფართობითა[7] და 6 809 970 მცხოვრებით ქალაქში, მეტროპოლიურ არეალში კი 7 749 334-ით. შედეგად, ჰაიდარაბადი მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია ინდოეთში და მეექვსე ყველაზე დიდი აგლომერაცია მსოფლიოში.[8]
ქალაქი | |
---|---|
ჰაიდარაბადი ტელუგ. హైదరాబాదు[1] | |
საათის ისრიმ მიხედვით ზემო მარცხენა კუთხიდან: ჩარმინარი, ბირლა-მანდირი, ჰუსეინ საგარი, ჰოლკონდის ციხესიმაგრე, მაღლივი შენობები, ჩოვმაჰალას სასახლე | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ანდჰრა-პრადეში |
კოორდინატები | 17°21′58″ ჩ. გ. 78°28′34″ ა. გ. |
დაარსდა | 1592[2] |
ფართობი | 650 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 536 მ |
ოფიციალური ენა | ტელუგუ[3] , ურდუ ენა[4] და ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 6 809 970 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი |
+91–40, 8413, 8414, 8415, 8417, 8418, 8453, 8455 |
საფოსტო ინდექსი | 500001 |
საავტომობილო კოდი | AP09, AP10, AP11, AP12, AP13, AP28 და AP29 |
ოფიციალური საიტი | ghmc.gov.in |
ჰაიდარაბადი ახ. წ. 1591 წელს სულთანმა მუჰამედ ქული ქუთბ შაჰმა დააარსა მდინარე მუსის ნაპირებზე, დეკანის ზეგნის ჩრდილოეთ კიდეზე.[9]
ერთ დროს ჰაიდარაბადი ბრილიანტებითა და მარგალიტებით ვაჭრობის გლობალური ცენტრი იყო.[10] ბოლო დროს ქალაქი წარმოჩნდა როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის (IT),[11] ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიების ცენტრი,[12][13] რის გამოც მას „ინდოეთის გენომის ველს“ უწოდებენ. ქალაქში მდებარეობს ტელუგუური ფილმების ცენტრი ტოლივუდი.[14]
2012 წლის მარტის მონაცემებით, ჰაიდარაბადი „ინდოეთის საუკეთესო მემკვიდრეობის ქალაქადაა აღიარებული“,[15] სადაც განთავსებულია მრავალი ისტორიული ძეგლი, რომელთა შორისაცაა იუნესკოს აზია-ოკეანიის მემკვიდრეობის სიაში შესული ჩოვმაჰალის სასახლე.[16] ქალაქს ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა სტუმრობს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოეთის გზაჯვარედინზე მდებარე ეს ქალაქი გამოირჩევა თავის უნიკალური კულტურით, ხელოვნებითა და არქიტექტურით.[17][18]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.