თვის მოთამაშე პრემიერლიგაში
From Wikipedia, the free encyclopedia
პრემიერლიგის თვის მოთამაში ჯილდო არის ფეხბურთის ასოციაციის პრიზი ინგლისში, რომელიც გადაეცემა პრემიერლიგის ფეხბურთელს ყოველთვიურად. გამარჯვებული ვლინდება საჯარო ხმის მიცემის შედეგად, რომლის წილიც არის 10%, გამარჯვებულის გამოვლენაში მონაწილეობენ ექსპერტთა კოლეგია და პრემიერლიგის ყველა კაპიტანი.[1] ჯილდო ატარებს ლიგის მთავარი სპონსორის სახელს, რის გამოც დასახელება რამდენჯერმე შეიცვალა, კარლინგის პრემიერლიგის თვის მოთამაშე (1994–2001), ბარკლიკარდის თვის მოთამაშე პრემიერლიგაში (2001–2004) და ბარკლეის თვის მოთამაშე (2004–2016); ამჟამად უწოდებენ EA Sports თვის მოთამაშე.[2][3]
პრემიერლიგა ჩამოყალიბდა 1992 წელს, როდესაც პირველი დივიზიონის გუნდები გადავიდნენ ახალ ტურნირზე.[4] პრემიერლიგამ კლუბებს საშუალება მისცა კომერციულად დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, ეწარმოებინათ მოლაპარაკებები პარტნიორებთან და სპონსორებთან.[5] პრემიერლიგაში შეიქმნა ახალი ჯილდოები თვის და სეზონის მწვრთნელები, რომელიც პირველად გაიცა 1993-94 წლის სეზონში,[2] აგრეთვე დაემატა ფეხბურთის მწვრთნელთა ასოციაციის და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ჯილდოებიც. 1994-95 წლის სეზონზე პრემიერლიგამ წარადგინა თვის მოთამაშის ჯილდო, რომელიც გაიცემა თვის მწვრთნელთან ერთად.[1] ფეხბურთელი, რომელსაც აღნიშნული ჯილდო პირველს გადასცეს იყო ტოტენჰემ ჰოტსპურის თავდამსხმელი იურგენ კლინსმანი (1994 აგვისტო).
სერხიო აგუერომ თვის საუკეთესოს წოდება ყველაზე ბევრჯერ 7-ჯერ მიიღო. ექვსმა ფეხბურთელმა მიჯრით მოიპოვა გამარჯვება: რობი ფაულერი, დენის ბერგკამპი, კრიშტიანუ რონალდუ, ჰარი კეინი, ჯეიმი ვარდი და მოჰამედ სალაჰი. მხოლოდ სალაჰს აქვს ეს ჯილდო მიღებული სეზონში სამჯერ, ხოლო 16 ფეხბურთელს სეზონში ორჯერ, ესენია: რობი ფაულერი, დენის ბერგკამპი, რუდ ვან ნისტელროი, ტიერი ანრი, უეინ რუნი, რაიან გიგზი, კრისტიანუ რონალდუ, ეშლი იანგი, პიტერ ოდემვინგიე, რობინ ვან პერსი, დენიელ სტარიჯი, ლუის სუარესი, ჰარი კეინი, ჯეიმი ვარდი, სერხიო აგუერო და სონ ჰინ-მინი. რობი კინიმ თვის საუკეთესოს წოდება სამ სხვადასხვა კლუბში თამაშის შედეგად მოიპოვა, ხოლო 12-მა ფეხბურთელმა ორ სხვადასხვა კლუბში: ალან შირერი, დიონ დაბლინი, დევიდ ჟინოლა, დუაიტ იორკი, ტიმ ჰლაუერსი, ტედი შერინგემი, დენი მურფი, ენდრიუ ჯონსონი, ნიკოლა ანელკა, დიმიტარ ბერბატოვი, სკოტ პარკერი და რობინ ვან პერსი.
პრემიერლიგის თვის საუკეთესოს ტიტული ექვჯერ გაუზიარეს ორ მოთამაშეს: 1994 წლის ნოემებერი ბლექბერნ როვერსის ალან შირერი და კრის სატონი, 1996 წლის იანვარი ლივერპულის რობი ფაულერი და სტენ კოლიმორი, 1997 წლის ნოემბერი საუთჰემპტონის კევინ დევისი და მანჩესტერ იუნაიტედის ენდი კოული, არსენალის დენის ბერგკმაპი და ედუ 2004 წლის თებერვალი, ტოტენჰემის დიმიტრი ბერბატოვი და რობი კინი 2007 წლის აპრილი და ლივერპულის სტივენ ჯერარდი და ლუის სუარესი 2014 წლის აპრილი. ყველაზე მეტჯერ აღნიშნული ჯილდო გადაეცა ინგლისელ ფეხბურთელს, შემდეგ მოდიან ფრანგები და ნიდერლანდელები.