ლიბია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბია (არაბ. ليبيا), ოფიციალურად ლიბიის რესპუბლიკა — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკის მაღრიბის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება ეგვიპტე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სუდანი, სამხრეთით — ჩადი და ნიგერი, დასავლეთით — ალჟირი და ტუნისი. 1,8 მლნ კმ² ფართობით ლიბია მსოფლიოს მე-17 უდიდესი ქვეყანაა.[6]
ლიბია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: لحرية والعدالة والديمقراطية! თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია! |
||||||
ჰიმნი: ლიბია,ლიბია,ლიბია[1][2] |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ტრიპოლი 32°54′ ჩ. გ. 13°11′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | გარდამავალი საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | მუჰამედ ალ-მაკრიფი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ალი ზეიდანი[3] | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 759 540 კმ2 (მე-17) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2008 შეფასებით | 6 173 579 (105-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 3,2 კაცი/კმ2 (218-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $37.492 მილიარდი[4] (95-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $5,787[4] (109-ე) | ||||
აგი (2011) | 0.760[5] (მაღალი) (64-ე) | |||||
ვალუტა | ლიბიური დინარი (LYD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | LBY | |||||
Internet TLD | .ly | |||||
სატელეფონო კოდი | 218 |
ქვეყნის დედაქალაქი და ამავე დროს ყველაზე დიდი ქალაქია ტრიპოლი, სადაც ლიბიის 6,4 მლნ მოსახლიდან 1,7 მლნ ცხოვრობს. ქვეყნის სამი ტრადიციული ნაწილია: ტრიპოლიტანია, ფეცანი და კირენაიკა. 2009 წელს, ლიბიას ადამიანური განვითარების ინდექსის უმაღლესი მაჩვენებელი ჰქონდა აფრიკაში და მეოთხე უდიდესი ეშპ ერთ მოსახლეზე სეიშელის კუნძულების, ეკვატორული გვინეისა და გაბონის შემდეგ. ლიბიას მსოფლიოში მე-10 უდიდესი ნავთობის დადასტურებული მარაგები და ბენზინის მე-17 უდიდესი წარმოება აქვს.[7]
2011 წლის სამოქალაქო ომი ქვეყნის ლიდერის — მუამარ კადაფის ჩამოგდებითა და სიკვდილით დასრულდა, დაინგრა მისი 34 წლიანი ჯამაჰირიის სახელმწიფო. შედეგად, დღეისათვის ლიბიაში პოლიტიკური რეფორმები მიმდინარეობს. ქვეყანა იმართება ეროვნული გარდამავალი საბჭოს მიერ მიღებული შუალედური კონსტიტუციით.[8][9] 2012 წლის 7 ივლისს ჩატარდა საყოველთაო ეროვნული კონგრესის არჩევნები, რის შემდეგაც, 8 აგვისტოს, გარდამავალმა საბჭომ ძალაუფლება ახლად არჩეულ ასამბლეას გადასცა.[10] ასაბმლეას ეკისრება პასუხისმგებლობა ჩამოაყალიბოს კონსტიტუციური ასამბლეა, რომელმაც უნდა შეიმუშავოს ლიბიის მუდმივი კონსტიტუცია, რომელიც შემდეგ რეფერენდუმით დამტკიცდება.[11]