ამაზონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამაზონი (ესპ. და პორტ. Amazonas) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიოში უდიდესი მდინარე აუზის ფართობითა და წყალუხვობით, აგრეთვე, ზოგიერთი შეფასებით — სიგრძითაც. აბორიგენი ინდიელები მას პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე) ან პარანა-გუასუს (დიდი მდინარე) უწოდებენ. წარმოიქმნება მდინარეების მარანიონისა და უკაიალის შეერთებით, რომლებიც სათავეს ანდებში იღებენ. მარანიონის სათავიდან ამაზონის სიგრძე დაახლ. 6,5 ათ. კმ-ია, უკაიალის სათავიდან — დაახლ. 7,1 ათ. კმ. აუზის ფართობი (შენაკად ტოკანტინსის აუზის ჩათვლით) 7180 ათ. კმ². აუზის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთი რაიონები — ბოლივიაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში. მიედინება ძირითადად ამაზონის დაბლობზე, ეკვატორის სიახლოვეს, სუბგანედური მიმართულებით. ჩაედინება ატლანტის ოკეანეში.[1]
ეს სტატია მდინარის შესახებაა. მითური ხალხისთვის, იხილეთ ამორძალები. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ ამაზონი (მრავალმნიშვნელოვანი) |
ამაზონი ესპ. და პორტ. Amazonas | |
---|---|
ამაზონის შესართავი, თანამგზავრული ფოტო | |
ქვეყანა |
პერუ კოლუმბია ბრაზილია |
ქალაქები | იკიტოსი (პერუ), მანაუსი (ბრაზილია), ბელენი (ბრაზილია), მაკაპა (ბრაზილია) |
სათავე |
ანდები 15°31′05″ ს. გ. 71°45′55″ დ. გ. |
სათავის მდებარეობა | პერუ |
სათავის სიმაღლე | 5170 მ |
შესართავი |
ატლანტის ოკეანე 0°42′28″ ჩ. გ. 50°05′22″ დ. გ. |
სიგრძე | 6437 კმ |
აუზის ფართობი | 7 050 000 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 209 000 მ³/წმ |
ამაზონის აუზი | |
— სათავე, — შესართავი | |
ამაზონი ვიკისაწყობში |