აწინკნური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
აწინკნური ენა (ბოშური ენა, ბოშ. romani čhib) — აწინკნების, ბოშების ენა. განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ინდური ჯგუფის ახალინდურ ენათა შტოს. ამ ენათაგან ყველაზე ახლოს დგას ჰინდი ენასთან. მას შემდეგ, რაც აწინკნებმა (ბოშებმა) ინდოეთი დატოვეს, მიგრაციის კვალობაზე ფონეტიკაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში შეიჭრა უცხოენოვანი ელემენტები, რამაც შეაპირობა ძლიერი დიალექტური დიფერენციაცია: თანამედროვე აწინკნურ ენას იმდენივე დიალექტი აქვს, რამდენ ქვეყანაშიც მოუხდათ აწინკნებს მეტნაკლებად ხანგრძლივი ცხოვრება; გამონაკლისს შეადგენენ ლულები (შუა აზიაში) და საკუთრივ ბოშები (სომხეთში), რომლებმაც თითქმის მთლიანად დაივიწყეს დედაენა. მიუხედავად ამისა, აწინკნურ ენას დაუცავს უძველესი ლექსიკა, რითაც იგი აერთიანებს არა მარტო მრავალრიცხოვან დიალექტებს, არამედ ავლენს დიდ სიახლოვეს ინდოეთში გავრცელებულ ახლომონათესავე ენებთანაც. აწინკნური ენის კვლევა დიდ მეცნიერულ ინტერესს იწვევს ენათა მიგრაციისა და ენათა შერევის შესწავლის თვალსაზრისით.
აწინკნური ენა romani čhib | |
გავრცელებულია | ალბანეთი ბოსნია-ჰერცეგოვინა |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 4 მილიონი ან მეტი, არ არის ზუსტი მონაცემი[6] |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი |
ენის კოდები | ISO 639-2: rom |
რუკა | |
აწინკნური ენის დიალექტები ევროპაში |