ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი ჭუმბურიძე (დ. 1912, ზესტაფონის რ-ნი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 24 აპრილი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში ასევე ცნობილია როგორც ჟორა ჭუმბურიძე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1938).[4][5][კომ. 1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ოქროპირის ძე ჭუმბურიძე[1][2] | ||
დაბადების თარიღი | 1912 | ||
დაბადების ადგილი |
ზესტაფონის რ-ნი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 24 აპრილი, 1986 | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი [3] | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1935 | ზიი თბილისი | ||
1936–1937 | ლოკომოტივი თბ. | ||
1937–1938 | დინამო თბილისი | 27 | (0) |
1939 | ლოკომოტივი თბ. | 16 | (0) |
1941 | სპარტაკი ხარკოვი | 4 | (0) |
1945 | დკა თბილისი | ||
1946 | ლოკომოტივი თბ. | 25 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1952 | სპარტაკი ნალჩიკი | ||
1957 | ლოკომოტივი ქუთაისი | ||
1960 | სპარტაკი ნალჩიკი | ||
1961 | მეტალურგი ტირნიაუზი | ||
1966 | დილა გორი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გიორგი ჭუმბურიძე 1912 წელს ზესტაფონის რაიონში დაიბადა. ფეხბურთის თამაშიც ზესტაფონში დაიწყო და 1926–1927 წლებში იქაურ ნაკრებში გამოდიოდა.[6] მასთან ერთად თამაშობდნენ შემდგომში ცნობილი მსახიობები სერგო და ბუხუტი ზაქარიაძეები, ა. მარუაშვილი და სხვანი.[2][7]
1928 წელს თბილისში გადმოვიდა და მაშინვე „სობოროს პლაცს“[8][9][10] მიაშურა რუსთაველის პროსპექტზე, სადაც მთელი დღე თამაშობდნენ ფეხბურთს. თავდაპირველად იგი ჩარიცხეს ვაჭრობის მუშაკთა კოლექტივში. ამ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა თბილისის პირველობის მესამე კატეგორიაში და გადავიდა მეორეში. მომდევნო წელს გიორგი ჭუმბურიძე შევიდა თბილისის სამშენებლო-საარქიტექტურო ტექნიკუმში.[2]
მწვრთნელებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ნიჭიერი ფეხბურთელი და მიიწვიეს მეორე კატეგორიის გუნდში — „მუშკოოპში“, რომელიც მალე პირველ კატეგორიაში გადავიდა.[კომ. 2]
მალე გიორგი ჭუმბურიძე ჩარიცხეს მაშინდელი სამომხმარებლო კოოპერაციის ძლიერ გუნდში. აქ გამოდიოდნენ ძმები ნესტორ და შალვა ჩხატარაშვილები, სერგო შუდრა, სერგო სიხარულიძე, გოგი აფრიდონიძე და სხვანი.[2]
1935 წელს გიორგი ჭუმბურიძე სასწავლებლად შედის ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში, აქაური გუნდი კი მაშინ ერთ-ერთი უძლიერესი იყო კავკასიაში.[კომ. 3] ინსტიტუტის გუნდში იმ ხანებში თამაშობდნენ იური კასრაძე, მიხეილ ბოლოტინი,[11][12] მიხეილ მინაევი, კაკო ყალიჩავა, ვახტანგ რამიშვილი, ვლადიმერ ჯორბენაძე, ვალენტინ კოძისი და სხვანი.[13][კომ. 4][14][კომ. 5][კომ. 6][15]
იმავე წელს იგი შეიყვანეს საქართველოს ნაკრებში, შემდეგ კი ამიერკავკასიის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა სკანდინავიის ქვეყნებში ჩატარებული ტურნეს ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში.[1] თბილისელთაგან გუნდში იყვნენ აგრეთვე ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გოგი აფრიდონიძე,[16] ნიკოლოზ ანიკინი, მიხეილ ბოლოტინი და ილია პანინი.[17] შეხვედრები გაიმართა პროფესიულ და მუშათა კლუბების სამოყვარულო გუნდებთან (ოთხი მოგება, სამი ფრე, ბურთების შეფარდება 18–6). თუმცა, აღნიშნული მატჩები არ იყო რეგისტრირებული და მათი შედეგები ოფიციალურ სათვალავში არ შედის.[18][კომ. 7][19]
1936 წელს ინდუსტრიული ინსტიტუტიდან თბილისის „ლოკომოტივის“ ოსტატთა გუნდში მიიწვიეს რამდენიმე საუკეთესო ფეხბურთელი, მათ შორის გიორგი ჭუმბურიძე, მიხეილ ბოლოტინი და სხვანი.[20] თბილისის „ლოკომოტივის“ რიგებში 1937 წლის თებერვლის ჩათვლით თამაშობდა,[21] რის შემდეგაც 1937 წლის მარტიდან უკვე თბილისის „დინამოში“ განაგრძო თამაში.[22]
1937–1938 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას,[23][3][24][25] რომელიც იმ წლებში უკვე ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ითვლებოდა საბჭოთა კავშირში. თანაგუნდელებისა და ფეხბურთის სპეციალისტების დახასიათებით იყო საიმედო, ენერგიული მოთამაშე, რომელსაც თავისი ღირსეული წვლილი შეჰქონდა დინამოელთა დიდ წარმატებებში.[1]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში ოფიციალური ტურნირების ფარგლებში პირველად 1937 წლის 31 მაისს, საკავშირო თასის გათამაშების 1/32 ფინალურ მატჩში, ერევნის „სპარტაკის“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 25 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელთა ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, გიორგი ჭუმბურიძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, ილია პანინი,[კომ. 8] მიხეილ ბერძენიშვილი, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი, ნიკოლოზ ანიკინი. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დამთავრდა.[26][27][კომ. 9]
აღნიშნულ შეხვედრამდე გიორგი ჭუმბურიძემ მონაწილეობა მიიღო 1937 წლის 24 მარტს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოსკოვის „სერპ ი მოლოტის“[კომ. 10] წინააღმდეგ.[28][29] შეხვედრას თბილისის „დინამოს“ სტადიონმა უმასპინძლა და მას 23 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო და მას სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, მაყურებელთა მხრიდან არანაკლები ინტერესი გამოიწვია. იმდროინდელი პრესა აღნიშნავდა, რომ „...სტადიონი ძლივს იტევდა მოზღვავებულ ხალხს. დღეს თუ ხვალ ის თბილისის მოთხოვნილებას ვეღარ დააკმაყოფილებს.“[30] დინამოელებმა 3–1 მოიგეს ეს შეხვედრა.[კომ. 11]
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ამ ტურნირზე პირველად 1937 წლის 12 აგვისტოს, საკავშირო პირველობის „ა“ ჯგუფის მე-3 ტურის კალენდარულ მატჩში,[კომ. 12] კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა კიევის „დინამოს“ სტადიონზე[კომ. 13] გაიმართა და მას 30 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, ედუარდ ნიკოლაიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, ლუარსაბ ლოლაძე, ბორის პაიჭაძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი, გიორგი აფრიდონიძე.[კომ. 14] მატჩი ფრედ, ანგარიშით 2–2 დამთავრდა.[31][32][კომ. 15]
თბილისის „დინამოს“ მაისურით ბოლოჯერ 1938 წლის 30 აგვისტოს, საკავშირო თასის გათამაშების 1/4 ფინალურ მატჩში, სტალინოს „სტახანოვეცის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა კიევის „დინამოს“ სტადიონზე[კომ. 16] გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, ბორის ფროლოვი, არჩილ კიკნაძე, თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ვიქტორ ბერეჟნოი[კომ. 17] და გაიოზ ჯეჯელავა. მატჩი დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დამთავრდა.[33][კომ. 18]
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ამ ტურნირზე ბოლოჯერ 1938 წლის 14 ივლისს, საკავშირო პირველობის „ა“ ჯგუფის მე-10 ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა მოსკოვის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 70 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელთა ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე,[კომ. 19] ედუარდ ნიკოლაიშვილი, ვლადიმერ ჯორბენაძე, ბორის ფროლოვი, არჩილ კიკნაძე, გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ვიქტორ ბერეჟნოი და ნიკოლოზ სომოვი. მატჩი ფრედ, ანგარიშით 3–3 დამთავრდა.[34][35][კომ. 20]
დიდი სამამულო ომიდან დაბრუნების შემდეგ დაამთავრა ფეხბურთის მწვრთნელთა საკავშირო უმაღლესი კურსები. მუშაობდა მწვრთნელად როგორც საქართველოში, ისე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც, ავარჯიშებდა ნორჩ ფეხბურთელებს.[2]
ასევე მუშაობდა თბილისის, სოხუმის, ქუთაისისა და სხვა ქალაქების გუნდების მწვრთნელად.[1]
1952 წელს საფეხბურთო კლუბ ნალჩიკის „სპარტაკის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომელმაც გიორგი ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, პირველად მიიღო მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის საფეხბურთო ჩემპიონატში. გუნდმა პირველობის მონაწილე თერთმეტი გუნდიდან მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო რუსეთის ფედერაციის თასის გათამაშებაში მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სტალინგრადის „დინამოსთან“ დათმო შეხვედრა ანგარიშით 0–5.[36]
1960 წელს კვლავ ჩაუდგა ნალჩიკის „სპარტაკს“ სათავეში, სადაც მის თანაშემწედ მისივე წინამორბედი, გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ სუეტინი მუშაობდა. ნალჩიკის „სპარტაკს“, რომელიც იმ სეზონში საკავშირო ჩემპიონატის „ბ“ კლასში ასპარეზობდა და რომელმაც, საბოლოოდ, სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა, გიორგი ჭუმბურიძე თერთმეტი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.[36]
1961 წელს საფეხბურთო კლუბ ტირნიაუზის „მეტალურგის“ მთავარი მწვრთნელი იყო.
გიორგი ჭუმბურიძე, როგორც ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი ყოველთვის სარგებლობდა დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით, როგორც მაყურებელთა და თანაგუნდელთა, ასევე თავის კოლეგებსა და აღსაზრდელებს შორის.[1]
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | ეტაპი | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 31.05.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 4–1 | „სპარტაკი“ ერევანი | 1/32 | [37][38] |
2 | 12.06.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 4–0 | „ლოკომოტივი“ თბილისი | 1/8 | [39][40] |
3 | 19.06.1937 | მოსკოვი | „დინამო“ თბილისი | 2–1 | „დინამო“ კიევი | 1/4 | [41][42] |
4 | 30.06.1937 | მოსკოვი | ცდკა მოსკოვი | 0–1 | „დინამო“ თბილისი | 1/2 | [43] |
5 | 16.07.1937 | მოსკოვი | „დინამო“ მოსკოვი | 5–2 | „დინამო“ თბილისი | ფინალი | [44][45] |
წყარო: dinamo-tbilisi.ru · Footballfacts.ru · fc-dynamo.ru
1937 წლის საკავშირო პირველობაზე გიორგი ჭუმბურიძე 16-დან 15 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.[46] მისი მონაწილეობით გამართული შეხვედრებიდან დინამოელები 7 შეხვედრაში იმარჯვებენ, ოთხს თმობენ და ოთხსაც ფრედ ასრულებენ. საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირის 1937 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 16 მატჩიდან თბილისის „დინამომ“ 7 შეხვედრა მოიგო, 5 წააგო, 4 ფრედ დაამთავრა და 34 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.[47][48][49][50][51][52]
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 12.08.1937 | კიევი | „დინამო“ კიევი | 2–2 | „დინამო“ თბილისი | [53][54] | |
2 | 18.08.1937 | მოსკოვი | „დინამო“ მოსკოვი | 3–3 | „დინამო“ თბილისი | 46' | [55][56] |
3 | 20.08.1937 | მოსკოვი | „სპარტაკი“ მოსკოვი | 2–0 | „დინამო“ თბილისი | [57][58] | |
4 | 25.08.1937 | მოსკოვი | „მეტალურგი“ მოსკოვი | 1–0 | „დინამო“ თბილისი | [59][60] | |
5 | 30.08.1937 | ლენინგრადი | „დინამო“ ლენინგრადი | 0–2 | „დინამო“ თბილისი | [61][62] | |
6 | 03.09.1937 | ლენინგრადი | „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი | 1–1 | „დინამო“ თბილისი | [63][64] | |
7 | 07.09.1937 | მოსკოვი | „ლოკომოტივი“ მოსკოვი | 3–2 | „დინამო“ თბილისი | [65] | |
8 | 09.09.1937 | მოსკოვი | ცდკა მოსკოვი | 2–5 | „დინამო“ თბილისი | [66][67] | |
9 | 24.09.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 4–0 | „მეტალურგი“ მოსკოვი | [68][69][70] | |
10 | 30.09.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 1–0 | „სპარტაკი“ მოსკოვი | [71][72][73] | |
11 | 10.10.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 5–3 | „დინამო“ კიევი | [74][75][76] | |
12 | 12.10.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 1–3 | „დინამო“ ლენინგრადი | [77][78][79] | |
13 | 18.10.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 1–0 | ცდკა მოსკოვი | [80][81] | |
14 | 24.10.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 3–0 | „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი | [82][83][84] | |
15 | 30.10.1937 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 0–0 | „ლოკომოტივი“ მოსკოვი | [85][86][87] |
წყარო: dinamo-tbilisi.ru · Footballfacts.ru · fc-dynamo.ru
1937 წლის საკავშირო პირველობაზე გიორგი ჭუმბურიძე 25-დან 12 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. მისი მონაწილეობით გამართული შეხვედრებიდან დინამოელებმა 5 შეხვედრაში გაიმარჯვეს, ერთი დათმეს და ექვსიც ფრედ დაასრულეს. საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირის 1938 წლის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული 25 მატჩიდან თბილისის „დინამო“ 11 შეხვედრაში იმარჯვებს, 5 შეხვედრაში მარცხდება, 9 შეხვედრას ფრედ ასრულებს და 31 ქულით მე-6 ადგილზე გადის.[88][89][90][91]
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შენიშვნა | წყარო | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 12.05.1938 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 2–0 | „ლოკომოტივი“ მოსკოვი | (1) | [92][93] | ||||||||
2 | 18.05.1938 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 5–3 | „კრილია სოვეტოვი“ მოსკოვი | (2) | [94][95] | ||||||||
3 | 24.05.1938 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 2–0 | „ელექტრიკი“ ლენინგრადი | (3) | [96][97] | ||||||||
4 | 30.05.1938 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 2–2 | „დინამო“ მოსკოვი | (4) | [98][99] | ||||||||
5 | 04.06.1938 | თბილისი | „დინამო“ თბილისი | 1–1 | „სელმაში“ ხარკოვი | (5) | [100][101] | ||||||||
6 | 12.06.1938 | დონის როსტოვი | „დინამო“ დონის როსტოვი | 1–1 | „დინამო“ თბილისი | [102][103] | |||||||||
7 | 17.06.1938 | ოდესა | „დინამო“ ოდესა | 0–0 | „დინამო“ თბილისი | [104][105] | |||||||||
8 | 22.06.1938 | მოსკოვი | „პიშჩევიკი“ მოსკოვი | 0–5 | „დინამო“ თბილისი | [106][107] | |||||||||
9 | 26.06.1938 | მოსკოვი | „სტალინეცი“ მოსკოვი | 0–0 | „დინამო“ თბილისი | (6) | [108][109] | ||||||||
10 | 30.06.1938 | ლენინგრადი | „ზენიტი“ ლენინგრადი | 2–3 | „დინამო“ თბილისი | [110][111] | |||||||||
11 | 04.07.1938 | ლენინგრადი | „დინამო“ ლენინგრადი | 2–1 | „დინამო“ თბილისი | [112][113] | |||||||||
12 | 14.07.1938 | მოსკოვი | „ტორპედო“ მოსკოვი | 3–3 | „დინამო“ თბილისი | [114][115] | |||||||||
წყარო: dinamo-tbilisi.ru · Footballfacts.ru · fc-dynamo.ru
მოგება | ფრე | წაგება |
---|
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 30.05.1941 | ხარკოვი | „სპარტაკი“ ხარკოვი | 2–0 | „დინამო“ მინსკი | [116] | |
2 | 03.06.1941 | ხარკოვი | „სპარტაკი“ ხარკოვი | 0–1 | „პროფკავშირები-II“ მოსკოვი | [117] | |
3 | 10.06.1941 | სტალინგრადი | „ტრაქტორი“ სტალინგრადი | 1–0 | „სპარტაკი“ ხარკოვი | [118] | |
4 | 16.06.1941 | ხარკოვი | „სპარტაკი“ ხარკოვი | 2–0 | „დინამო“ კიევი | [119] |
წყარო: Footballfacts.ru · fc-dynamo.ru
კლუბი | ჩემპიონატი | სეზონი | ლიგა | თასი | საერთ | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | |||
„დინამო“ თბილისი |
ჯგუფი „ა“ | 1937 | 15 | 0 | 5 | 0 | 2 | 0 | 22 | 0 |
1938 | 12 | 0 | 4 | 0 | 0 | 0 | 16 | 0 | ||
სულ | 27 | 0 | 9 | 0 | 2 | 0 | 38 | 0 | ||
„ლოკომოტივი“ თბილისი |
ჯგუფი „ბ“ | 1939 | 16 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 16 | 0 |
სულ | 16 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 16 | 0 | ||
„სპარტაკი“ ხარკოვი |
ჯგუფი „ა“ | 1941 | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 4 | 0 |
სულ | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 4 | 0 | ||
„ლოკომოტივი“ თბილისი |
ჯგუფი „ბ“ | 1946 | 25 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 25 | 0 |
სულ | 25 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 25 | 0 | ||
სულ ჯამში | 72 | 0 | 9 | 0 | 2 | 0 | 83 | 0 |
1937 წლის 16 ივლისს ითამაშა საკავშირო თასის რიგით მეორე გათამაშების ფინალში, რომელიც თბილისისა და მოსკოვის დინამოელთა შორის გაიმართა. ფინალამდე თბილისის „დინამომ“ დაამარცხა: „ზენიტი“ ტაგანროგი (9–1),[კომ. 39][121] „სპარტაკი“ ერევანი (4–1), „ნეფტიანიკი“ ბაქო (3–2), „ლოკომოტივი“ თბილისი (4–0), „დინამო“ კიევი (4–1) და ცდკა მოსკოვი (1–0). გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც მოსკოვის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა ანგარიში მე-19 წუთზე ვ. ბერძენიშვილმა გახსნა. ორი წუთის შემდეგ კი სმირნოვმა საპასუხო გოლი გაიტანა პენალტით — 1–1. შემდეგ სემიჩასტნიმ კიდევ ორჯერ აიღო თბილისელთა კარი. მეორე ტაიმში მოსკოველთა კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც კარგად გამოიყენა მ. ბერძენიშვილმა. მატჩის დასასრულს მასპინძლებმა კვლავ ხელთ იგდეს უპირატესობა და სემიჩასტნისა და ილინის გოლებით კიდევ უფრო განამტკიცეს გამარჯვება — 5–2 მოსკოველთა სასარგებლოდ. თბილისელებმა ფინალში ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: დოროხოვი, შავგულიძე (კ), ჭუმბურიძე, ჯორბენაძე, მინაევი, გაგუა, გავაშელი, მ. ბერძენიშვილი, პაიჭაძე, ვ. ბერძენიშვილი, ასლამაზოვი. მწვრთნელი — ა. სოკოლოვი.[122][123]
1937 წლის 24 ივლისს მონაწილეობა მიიღო თბილისის „დინამოს“ პირველ საერთაშორისო შეხვედრაში ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.[124] შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზე ბილეთების მოთხოვნილება აღემატებოდა 110 ათასს, აქედან ორ მესამედზე მეტი, ადგილის სიმცირის გამო დაუკმაყოფილებელი დარჩა.[125][126] დინამოელთა ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (კ), გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ლუარსაბ ლოლაძე, მიხეილ ასლამაზოვი (ვლადიმერ ბერძენიშვილი, 65). მწვრთნელი: ალექსეი სოკოლოვი.[127][128] ბასკეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ: გრეგორიო ბლასკო, პაბლო ბარხოსი (პედრო არესუ, 21), სერაფინ აედო, ლეონარდო სილაურენი, ხოსე მუგუერსა, რობერტო ეჩებარია, გილიერმო გოროსტისა (კ), პედრო რეგეირო, ისიდრო ლანგარა, ენრიკო ლარინაგა, ემილიო ალონსო. მწვრთნელი: პედრო ვალიანო.[კომ. 40]მატჩი ბასკების გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დამთავრდა.[45][129][130][კომ. 41] პირველი ბურთი მატჩის 35-ე წუთზე ისიდრო ლანგარამ გაიტანა,[131] ხოლო მეორე ბურთი შეხვედრის 89-ე წუთზე გავიდა, როდესაც დინამოელთა კართან კუთხურის მოწოდებისას, დოროხოვმა მაღალ ნახტომში მოიგერია, მაგრამ ბურთი შემთხვევით მოხვდა მიანევს და კარში შეგორდა.[132][133][134][135]
1937 წლის 30 ივლისს ითამაშა ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მეორე შეხვედრაში, ამჯერად, როგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა.[136][137] შეხვედრა კვლავ თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას წინა მატჩის მსგავსად 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (კ), გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა (ნიკოლოზ ანიკინი, 46), თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი (ლუარსაბ ლოლაძე, 32), ბორის პაიჭაძე (გიორგი ვაჩნაძე, 83),[138] ლუარსაბ ლოლაძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი (მიხეილ ასლამაზოვი, 46), გაიოზ ჯეჯელავა (გიორგი აფრიდონიძე, 46). მატჩი კვლავ ბასკების გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დამთავრდა. მასპინძელთაგან ერთადერთი ბურთი გრეგორიო ბლასკოს კარში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანა ბორის პაიჭაძემ.[45][139]
1938 წელს თბილისის „დინამოს“ თოთხმეტ ფეხბურთელს და მათ შორის გიორგი ჭუმბურიძეს საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა.[4]
თემატური საიტები |
---|
dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru · Footbook.ru · spartak-nalchik.com |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.