თურქმენეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
თურქმენეთი[1] (თურქმ. Türkmenistan), ოფიციალურად თურქმენისტანი[2] — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება ყაზახეთს დასავლეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით უზბეკეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით ავღანეთს, სამხრეთ-დასავლეთით ირანს და დასავლეთით კასპიის ზღვას.
თურქმენეთი Türkmenistan |
|||||
---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: თურქმენეთის ჰიმნი |
|||||
|
|||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | აშხაბადი 37°58′ ჩ. გ. 58°20′ ა. გ. | ||||
ოფიციალური ენა | თურქმენული | ||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||
- | პრეზიდენტი | სერდარ ბერდიმუჰამედოვი | |||
ფართობი | |||||
- | სულ | 488 100 კმ2 (52-ე) | |||
- | წყალი (%) | 4.9 | |||
მოსახლეობა | |||||
- | 2014 შეფასებით | 5 171 943 (117-ე) | |||
- | სიმჭიდროვე | 10,5 კაცი/კმ2 (208-ე) | |||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | ||||
- | სულ | $45.11 მილიარდი (86-ე) | |||
- | ერთ მოსახლეზე | $8,900 (95-ე) | |||
აგი (2007) | 0.712 (საშუალო) (109-ე) | ||||
ვალუტა | თურქმენული მანათი (TMT ) |
||||
დროის სარტყელი | UTC+05:00 | ||||
ქვეყნის კოდი | TKM | ||||
Internet TLD | .tm | ||||
სატელეფონო კოდი | 993 |
თურქმენეთი იყო ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე საუკუნეების განმავლობაში. შუა საუკუნეების დროს, მერვი იყო ერთ-ერთი დიდი ქალაქი ისლამურ სამყაროში და მნიშვნელოვანი გაჩერება აბრეშუმის გზაზე, რომელიც გამოიყენებოდა სამარშრუტო ქარავნად, სავაჭრო მიზნით ჩინეთთან, XV საუკუნის შუა რიცხვებამდე. ანექსირებული რუსეთის იმპერიის მიერ 1881 წელს, თურქმენეთში შემდეგ ფიგურირებდა ანტიბოლშევიკური მოძრაობი და ასევე ცენტრალურ აზიაშიც. 1924 წელს, თურქმენეთი გამოცხადდა საბჭოთა რესპუბლიკად, შემდგომში როგორც თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა; იგი გახდა დამოუკიდებელი სსრკ-ის დაშლის საფუძველზე, 1991 წელს.[3]
თურქმენეთი ფლობს მსოფლიოს ბუნებრივი გაზის მეოთხე უდიდეს რეზერვებს.[4] ქვეყნის დიდი ნაწილი დაფარულია ყარაყუმის უდაბნოთი. 1993 წლიდან მოყოლებული, თურქმენეთის მოქალაქემ მიიღო მთავრობის მიერ გამოყოფილი დენი, წყალი და ბუნებრივი აირი უფასოდ.[5]
თურქმენეთს მართავდა მუდმივი პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი, სანამ ის არ გარდაიცვალა 2006 წელს. 2007 წელს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს გურბანგული ბერდიმუჰამედოვი. Human Rights Watch-ის თქმით: „თურქმენეთი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ქვეყანად. ქვეყანა პრაქტიკულად დახურულია დამოუკიდებელი კვლევისა და მედიისთვის, რელიგიური თავისუფლებები ექვემდებარება დრაკონულ შეზღუდვებს და ადამიანის უფლებათა დამცველები და სხვა აქტივისტების წინაშე არსებობს მუდმივი საფრთხე ხელისუფლების მხრიდან“. პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ხელს უწყობს პიროვნების კულტს, სადაც ის, მისი ნათესავები და ახლობლები სარგებლობენ შეუზღუდავი ძალაუფლებით და ახორციელებენ საერთო კონტროლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს.[6]