სამხრეთის სამხედრო ოლქი From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთის სამხედრო ოლქი (სსო) — რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონს, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიას. სსო ჩამოყალიბდა 2010 წელს ყოფილი ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ნაცვლად. სსო-ს უშუალო დაქვემდებარებაში და მის შემადგენლობაში შემავალი 58-ე (1-ლი ოპერატიული სარდლობა) და 49-ე (მე-2 ოპერატიული სარდლობა) საერთო-საჯარისო არმიების გარდა, ოლქში შედის შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია, საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 სარდლობა.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სამხრეთის სამხედრო ოლქი}} |
სსო-ის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო ნაწილები და შენაერთები რუსეთის ფედერაციის სამი ადმინისტრაციული ერთეულის – სამხრეთის, ჩრდილოეთ კავკასიის და 2014 წლიდან ანექსირებული უკრაინული ყირიმის ტერიტორიებზეა განთავსებული. აღნიშნულის გარდა სსო-ს 3 სამხედრო ბაზა განლაგებულია ამიერკავკასიაში – 102-ე ს/ბაზა სომხეთში ქ. გიუმრიში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – მე-7 ს/ბაზა აფხაზეთში ქ. გუდაუთაში, მე-4 ს/ბაზა ცხინვალის რეგიონის ქ. ცხინვალში და ჯავაში.
სსო-ს სარდლობის შტაბი განლაგებულია დონის როსტოვში. ოლქის სარდალია გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე გალკინი, შტაბის უფროსი – სარდლის 1-ლი მოადგილე – გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი სერდიუკოვი.
სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, გარდა რფ-ს თავდაცვის სამინისტროს ერთეულებისა, შსს-ს შინაგანი ჯარების, „ფსბ“-ს უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის, „მჩს“ – განსაკუთრებული სიტუაციების სამინისტროს და სხვა გასამხედროებული უწყებების დანაყოფები შედის.
სსო-ს ფორმალური ამოცანაა – რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე „უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, თუმცა რეალობაში ოლქის საქმიანობა ორიენტირებულია რუსეთის სამხრეთის საზღვრებზე მეზობლების მიმართ მუდმივი საფრთხის რეჟიმის უზრუნველყოფა-შენარჩუნებაზე.
სსო-ს სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ს/ნაწილები და შენაერთები (შტაბი – დონის როსტოვი):[1].
49-ე საერთო-საჯარისო არმია (შტაბი – ქ. სტავროპოლი, სტავროპოლის მხარე):[1]
58-ე საერთო-საჯარისო არმია (შტაბი – ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი):[1]
რუსეთის საზღვარს გარეთ მდებარე სამხედრო ბაზები:[1]
სადაზვერვო შენაერთები და სამხედრო ნაწილები (რფ-ს გენერალური შტაბის „გრუ“-ს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფები):[1]
საზღვაო ქვეითთა და სანაპირო დაცვის ქვედანაყოფები:[1]
გარდა სსო-ს შენაერთებისა, ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია საჰაერო-სადესანტო ჯარების შენაერთები:[1]
სსო-ს შეიარაღებაში გააჩნია: 400-დე „T-27“ და „T-90“ ტანკი; 1000-დე „ბმპ“ ქვეითთა საბრძოლო და „ბმდ“ დესანტის საბრძოლო მანქანა; 300-დე „ბტრ-80“ და „ბტრ-82ა“ ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორი; 800-მდე „მტლბ“, „ბტრ-დ“, „ბტრ-ი“ ტიპის გამწე; 450-მდე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი; 250-დე ბუქსირებად ქვემეხი; 200-ზე მეტი ნაღმმტყორცნი; სხვადასხვა კალიბრის 250-ზე მეტი ზალპული ცეცხლის დანადგარი; 150-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი; 200-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და დანადგარი (მათ შორის „С-300В“, „ბუკ“-ი, „ტორ“-ი, „ოსა“ „სტრელა-10“) და 50-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო საქვემეხო კომპლექსი „ტუნგუსკა“.
სახმელეთო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დაჯგუფების შემადგენლობაში შედის 3 საზენიტო-სარაკეტო პოლკი, მათ შორის ერთ-ერთი სსო-ში არსებული ერთადერთი სახმელეთო ჯარების, საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ანალოგია და გააჩნია „ბუკ“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. სსო-ს ორი საზენიტო-სარაკეტო პოლკიდან, ერთ-ერთმა (რომელიც განლაგებულია ნოვოროსიისკთან) შეიარაღებაში მიიღო საზენიტო-სარაკეტო „C-400“ კომპლექსი. გარდა ამისა, სსო-ში, (ასტრახანის ოლქში) კერძოდ აშულუკში მდებარეობს საზენიტო-სარაკეტო ძალების საწვრთნელი ცენტრი, სადაც განლაგებულია „С-300П“-ის ტიპის ორი საბრძოლო დივიზიონი.
სსო-ს სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედის „სუ-24“ ტიპის 100-დე საფრონტო ბომბდამშენი, 80-ზე მეტი „სუ-25“ მოიერიშე და დაახლოებით 100-დე „მიგ-29“, „სუ-27“, „სუ-30“ გამანადგურებელი. სსო-ს არმიის ავიაციას ასევე გააჩნია 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი, მათ შორის 10 „კა-52,“ 30-ზე მეტი „მი-28ნ“ და 50-მდე „მი-24/35“, 12 ერთეული მძიმე სატრანსპორტო „მი-26“ და 60-ზე მეტე მრავალმიზნობრივი გამოყენების „მი-8/17“ ვერტმფრენი.
შავი ზღვის ფლოტილიის შემადგენლობაში ირიცხება 2 წყალქვეშა ნავი, შავი ზღვის ფლაგმანი – სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი „ქერჩი“, 3 სადარაჯო და 4 მცირე სარაკეტო გემი, 5 სარაკეტო კატარღა, 11 მტრალავი და 7 დიდი სადესანტო ხომალდი. კასპიის ზღვის ფლოტილიის შემადგენლობაში შედის 2 სადარაჯო ხომალდი, 3 მცირე საარტილერიო ხომალდი, 6 სარაკეტო კატარღა, 4 ჯავშანკატარღა, 7 მტრალავი და 6 სადესანტო კატარღა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.