სოღდური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
სოღდური ენა — აღმოსავლეთირანული ენა ძირითადად გამოიყენებოდა ცენტრალურ აზიაში სოღდის რეგიონში (დედაქალაქ სამარყანდში და სხვა ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა: ფანჯაკენტი, ფერგანა, ხოჯენდი, ბუხარა), დღევანდელი: უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის[4] და ყირგიზეთის[5][6] ტერიტორიაზე. ამ ენაზე ასევე საუბრობდნენ ანტიკურ ჩინეთში მიგრირებული სოღდები. ის ასევე იყო მნიშვნელოვანი შუა-ირანული ენა სხვა ისეთ ენებთან ერთად როგორიცაა: ბაქტრიული, საკა, შუა სპარსული, პართიული. მას აქვს საკმაოდ დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა.
სოღდური suγδīk[1] | |
გავრცელებულია | ცენტრალური აზია, ჩინეთი |
ოფიციალური სტატუსი | მკვდარი ენა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა |
|
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-Sogd}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — სოღდური |
სონგდიური ძირითადად მიეწერება ჩრდილო-აღმოსავლურ ირანულ ენებს. არ არის აღმოჩენილი ენის ძველი ვერსიის - "ძველი სოღდურის" წერილობითი ძეგლები, თუმცა ძველ სპარსულ ტექსტებში მოხსენებულია ძველი სოღდური ენა რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ აქემენიანთა იმპერიის (ძვ. წ. 559–323) პერიოდიდან გამოიყენებოდა განსხვავეული ცალკე მდგომი ძველი სოღდური ენა.
საკას ანალოგიურად სავარაუდოდ სოღდურსაც ქონდა უფრო კონსერვატული გრამატიკა და მორფოლოგია ვიდრე შუა სპარსულს. თანამედროვე აღმოსავლეთ ირანული ენა იაგნობი არის იმ სოღდურის დიალექტიდან წარმოშობილი, რომელზეც VIII საუკუნეში სოღდის რეგიონის სამხრეთით ოსრუშანაში საუბრობდნენ.