ყირგიზეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ყირგიზეთი (ყირგ. Кыргызстан, რუს. Киргизия ან Кыргызстан), ოფიციალურად ყირგიზეთის რესპუბლიკა (ყირგ. Кыргыз Республикасы, რუს. Кыргызская Республика) — სუვერენული სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში.[1] მთიან და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ყირგიზეთს ესაზღვრებიან: ყაზახეთი ჩრდილოეთიდან, უზბეკეთი დასავლეთიდან, ტაჯიკეთი სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩინეთი აღმოსავლეთიდან. ქვეყნის დედაქალაქია ბიშკეკი.
ყირგიზეთის რესპუბლიკა Кыргыз Республикасы Кыргызская Республика ყირგიზეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ბიშკეკი 42°52′ ჩ. გ. 74°36′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ყირგიზული, რუსული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | სადირ ჟაპაროვი | ||||
- | პრ.-მინისტრი | მუჰამედკალი აბილგაზიევი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 199 951 კმ2 (86-ე) | ||||
- | წყალი (%) | 3.6 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2015 შეფასებით | 6 000 000 (110-ე) | ||||
- | 2009 აღწერა | 5 362 800 | ||||
- | სიმჭიდროვე | 26 კაცი/კმ2 (176-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $10.764 მილიარდი (134-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2150 (140-ე) | ||||
აგი (2007) | 0.696 (საშუალო) (116-ე) | |||||
ვალუტა | ყირგიზული სომი (KGS ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+06:00 | |||||
ქვეყნის კოდი | KGZ | |||||
Internet TLD | .kg | |||||
სატელეფონო კოდი | 996 |
ყირგიზეთს 2000 წელზე მეტი ხნის ისტორია გააჩნია, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და იმპერიის პერიოდებს მოიცავს. მიუხედავად გეოგრაფიული იზოლაციისა, რაც მისი უკიდურესად მთიანი რელიეფითაა განპირობებული და რაც ქვეყანას მისი უძველესი კულტურის შენარჩუნებაში დაეხმარა, ყირგიზეთი, ისტორიულად, რამდენიმე დიდი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა, როგორც აბრეშუმის დიდი გზისა და სხვა საკომუნიკაციო და კულტურული გზების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო დასახლებული დამოუკიდებელი ტომებისა და თემების შთამომავლებით, ქვეყანა პერიოდულად ექცეოდა უცხოელთა ბატონობის ქვეშ და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს მოიპოვა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყირგიზეთი, ოფიციალურად, უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა ქვეყნისათვის კვლავ გამოწვევებს წარმოადგენს ეთნიკური კონფლიქტები,[2][3] რევოლუციები,[4] ეკონომიკური პრობლემები,[5][6] გარდამავალი მთავრობები[7] და პოლიტიკურ პარტიათა კონფლიქტები.[8] ყირგიზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული საბჭოს, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია.
ეთნიკური ყირგიზები ქვეყნის 5,7 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. ასევე, აღსანიშნავია, უზბეკებისა და რუსების მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობები. ოფიციალური, ყირგიზული ენა, მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა თურქულ ენებთან, მიუხედავად ამისა, რუსული ენა ფართოდაა გავრცელებული ქვეყანაში, რაც საუკუნოვანი რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს. მოსახლეობის უმრავლესობა (64 %) არარადიკალური მუსლიმია.[9] მისი თურქული წარმოშობის გარდა, ყირგიზული კულტურისათვის დამახასიათებელია სპარსული, მონღოლური და რუსული გავლენის ნიშნები.