ჩერქეზული დიასპორა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩერქეზული დიასპორა — ჩერქეზი მოსახლეობის სათვისტომო, რომლებიც რუსეთის ფედერაციის გარეთ ცხოვრობენ. ჩერქეზებმა საცხოვრებელის შეცვლა განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს.[1] რუსეთ- ჩერქეზეთის ომის შემდეგ აქ მცხოვრებთა დიდი ნაწილი გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ზოგი კი რუსეთის შორეულ ნაწილებში დასახლდა. ჩერქეზები ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ, ადიღეს ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.[2] მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა დაუზუსტებელია. ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაახლოებით ორი მილიონი ჩერქეზი ცხოვრობს თურქეთში, იორდანიაში, სირიასა და ერაყში.[3] ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი მხოლოდ თურქეთში მათი რაოდენობა 1-დან 4 მილიონამდეა.[4]