Sheep (სიმღერა)
პინკ ფლოიდის სიმღერა / From Wikipedia, the free encyclopedia
„Sheep“ — რიგით მეოთხე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან Animals. მისი ავტორია როჯერ უოტერსი. სიმღერის თავდაპირველი სახელწოდება იყო „Raving and Drooling“.
„Sheep“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან Animals | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი |
23 იანვარი, 1977 (ინგლისი) 2 თებერვალი, 1977 (აშშ) | |||
ჩაიწერა | აპრილი-მაისი, ივლისი 1976 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 10:20 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest / Capitol | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
Animals – სიმღერები | ||||
| ||||
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია | ||||
სიმღერაში საუბარია ცხვრებზე, როგორც საზოგადოებრივი იერარქიის ყველაზე დაბალ ფენაზე, რომელიც განწირულია უსამართლობისათვის. 6:27-ზე ჟღერს პაროდია 23-ე ფსალმუნზე, სადაც ტექსტი ოდნავ შეცვლილია ისე, რომ მსმენელი მიხვდეს, რომ საუბარია ცხვრებზე. ამ შეცვლილ ვერსიაში ასევე არის აღნიშნული, რომ ცხვრები ყოველთვის იტანჯებიან, მაგრამ ერთ დღეს დაბრუნდებიან და უსამართლობის წინააღმდეგ გაილაშქრებენ.[1]
ადრეული ვერსიის ერთ-ერთი სამუშაო სახელწოდება იყო I Fell On His Neck With A Scream. კომპოზიციის სტუდიური ჩანაწერების შესახებ არაფერი არის ცნობილი. არაოფიციალური ცოცხალი ჩანაწერები ვრცელდებოდა ბუტლეგურ დისკებზე, თუმცა 2011 წელს ეს ჩანაწერი გამოიცა ალბომის Wish You Were Here Immersion და Experience ვერსიებთან ერთად.