From Wikipedia, the free encyclopedia
The Eminem Show — ამერიკელი რეპერ ემინემის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა ლეიბლზე Aftermath Entertainment, 2002 წელს.
The Eminem Show | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 23 მაისი, 2002 | |||
ჩაიწერა |
2001-2002 დეტროიტი (Encore Studios) (ემინემის სახლი) (54 Sound Studio) | |||
ჟანრი | ჰიპ-ჰოპი, ჰარდკორ ჰიპ-ჰოპი[1][2] | |||
ხანგრძლივობა | 77:30 | |||
ლეიბლი | Aftermath, Shady, Interscope | |||
პროდიუსერი |
Dr. Dre ემინემი ჯეფ ბასი დენონ პორტერი | |||
ემინემი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Eminem Show | ||||
|
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | (75/100) |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | |
რობერტ კრისტგოუ | (A-) |
Entertainment Weekly | (B+) |
HipHopDX | |
NME | (9/10) |
Pitchfork Media | (9.1/10) |
PopMatters | (სხვადასხვა)[3] |
RapReviews | (8/10) |
Rolling Stone | |
Slant Magazine |
ეს იყო 2002 წლის ყველაზე გაყიდვადი დისკი (7.6 მილიონი გაყიდული ასლი[4]). გრემის დაჯილდოებაზე მას მიენიჭა წლის ალბომის ნომინაცია, მთლიანობაში კი ეს იყო ემინემის მესამე ალბომი, რომელმაც წლის რეპ ალბომის კატეგორიაში მიიღო პრიზი. ამერიკაში მას 8 გზის პლატინის სტატუსი მიენიჭა, დღემდე კი გაიყიდა მისი 19 მილიონი ასლი.
ალბომი პირველად გამოჩნდა „ბილბორდის“ საუკეთესო 200-ეულის პირველ პოზიციაზე და გამოცემიდან პირველი კვირის მანძილზე გაიყიდა 284.000 ასლის ოდენობით [5] შემდეგ კვირაში გაიყიდა მისი 1.322.000 ასლი [6][7] „ბილბორდის“ საუკეთესო 200-ეულში იგი პირველ პოზიციაზე მთლიანობაში ხუთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა.[8][9] ხუთი კვირის მანძილზე იგი ასევე იმყოფებოდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავეში.[10] შემდგომში იგი 10 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა.[11] 2011 წლის 7 მარტს ალბომს RIAA-ს მიერ მიენიჭა 10 გზის პლატინის სტატუსი, რითაც The Eminem Show იქცა ემინემის მესამე ალბომად, რომელმაც აშშ-ში ალმასის სტატუსი მიიღო.
2009 წელს ალბომმა „როლინგ სტოუნის“ ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში 317-ე, მოგვიანებით კი იგივე გამოცემის 2000-იანი წლების საუკეთესო ალბომების სიაში 84-ე პოზიცია მიიღო. მუსიკალური კრიტიკოსების უმეტესობამ დისკს დადებითი შეფასებები მიანიჭა და აღნიშნავდა, რომ იგი ემინემის ყველაზე პირადული და საუკეთესო ნამუშევარია. ემინემმა MTV-სთან 2002 წლის 25 მაისს საუბრისას აღნიშნა, რომ გრძნობდა, რომ The Eminem Show იყო „იმ დროისათვის მისი საუკეთესო ალბომი“.[12] The Eminem Show იყო ემინემის პირველი ალბომი, რომელზეც მან მთლიანად პროდიუსერის სახით იმუშავა.
ალბომის გამოცემა დაგეგმილი იყო 2002 წლის ივნისში, მაგრამ კომპანიამ Interscope გადადო რელიზი 28 მაისამდე, რადგანაც ინტერნეტ-ქსელში გამოჩნდა ალბომის მეკობრული ვერსიები. გაყიდვა დაიწყო 26 მაისს (აშშ). პირველივე კვირაში გაიყიდა ალბომის 1.320.000 ასლი.
The Eminem Show ასახავს ემინემის ცხოვრებას 2002 წლისათვის და აჩვენებს მის უფრო სერიოზულ მხარეს. ამ მხრივ დისკის ლირიკის თემები ნაკლებად გაზვიადებულია, ვიდრე წინა ალბომებზე. ალბომის მოსმენისას მსმენელი ხვდება სხვადასხვა აქტუალურ თემას - რასების თანასწორობას ჰიპ ჰოპში (White America), რეპერის ბავშვობას (Cleanin' Out My Closet), 2000 წლის ინციდენტს ღამის კლუბის დაცვასთან (Soldier, Say Goodbye Hollywood), მისი ჰიპ-ჰოპისა და იმავე დროს პოპის სუპერვარსკვლავის სტატუსს (Sing for the Moment) და მის ურთიერთობას ყოველ მეუღლესთან, კიმთან და ბავშვთან (Hailie's Song).
ემინემმა, წინა დისკებისგან განსხვავებით, ამ ალბომზე მუშაობისას მეტი პროდიუსერული სამუშაო შეასრულა. დოქტორ დრეს, როგორც პროდიუსერს, ეკუთვნის Business, Say What You Say, და My Dad's Gone Crazy.
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერი(ები) | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Curtains Up“ (სახუმარო ნომერი) | ემინემი | 0:29 | |
2. | „White America“ | ჯეფ ბეისი, ლუის რესტო, სტივენ კინგი | მაზერსი | 5:24 |
3. | „Business“ | Dr. Dre, მაიკ ელიზონდო, რონ ფიმსტერი | Dr. Dre | 4:11 |
4. | „Cleanin' Out My Closet“ | ბეისი | მაზერსი, ჯეფ ბეისი | 4:58 |
5. | „Square Dance“ | ბეისი, რესტო | მაზერსი | 5:23 |
6. | „The Kiss“ (სახუმარო ნომერი) | ბეისი | მაზერსი | 1:15 |
7. | „Soldier“ | რესტო | მაზერსი | 3:46 |
8. | „Say Goodbye Hollywood“ | რესტო, ელიზონდო | მაზერსი | 4:32 |
9. | „Drips“ (ასევე ობი ტრაისი) | ობი ტრაისი, კონ არტისი, ბეისი | მაზერსი | 4:45 |
10. | „Without Me“ | მაზერსი | ემინემი, ჯეფ ბეისი, Urban Kris (თანაპროდიუსერი), DJ Head (დამატებითი) | 4:50 |
11. | „პოლ როზენბერგი“ (სახუმარო ნომერი) | 0:22 | ||
12. | „Sing for the Moment“ | ბეისი, რესტო, კინგი, სტივენ ტაილერი | მაზერსი | 5:39 |
13. | „Superman“ (ასევე დაინა რეი) | ბეისი, კინგი | მაზერსი | 5:50 |
14. | „Hailie's Song“ | რესტო | მაზერსი | 5:20 |
15. | „Steve Berman“ (სახუმარო ნომერი) | პოლ როზენბერგი, დინ გაისტლინგერი | 0:33 | |
16. | „When the Music Stops“ (ასევე D12) | D12, ფიმსტერი | მაზერსი | 4:29 |
17. | „Say What You Say“ (ასევე Dr. Dre) | იანგი, ელიზონდო, ფიმსტერი | იანგი | 5:09 |
18. | „'Till I Collapse“ (ასევე ნეით დოგი) | რესტო, ნეით დოგი | მაზერსი | 4:57 |
19. | „My Dad's Gone Crazy“ (ასევე ჰეილი ჯეიდი) | იანგი, ელიზონდო, ფიმსტერი | იანგი | 4:27 |
20. | „Curtains Close“ (სახუმარო ნომერი) | მაზერსი | 1:01 |
სპეციალური გამოცემის დამატებითი DVD[13] | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | შეტანილია | ხანგრძლივობა |
1. | „Brain Damage / Just Don't Give A F***“ | საკონცერტო ვერსია, Tramps, New York | |
2. | „The Slim Shady Show“ | DVD Image #1 | |
3. | „Eminem's Life and New Album“ | მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი | |
4. | „Just Don't Give A F***“ | E - ცოცხალი გამოსვლა | |
5. | „Eminem: All Access Europe“ | მაგალითი | |
6. | „The Slim Shady Show“ | DVD Image #2 | |
7. | „Producing Tracks“ | მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი | |
8. | „The Way I Am“ | ცოცხალი გამოსვლა Fuji-ს როკ-ფესტივალზე | |
9. | „The Real Slim Shady“ | ცოცხალი გამოსვლა Fuji-ს როკ-ფესტივალზე | |
10. | „The Slim Shady Show“ | DVD Image #3 | |
11. | „Thank You's“ | მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი | |
12. | „მერვე მილი“ | ტრეილერი | |
13. | „Slimshank Redemption“ | The Slim Shady Show-ს ხუმრობა | |
14. | „The Slim Shady Show“ | DVD Image #4 | |
15. | „New Victims“ | The Slim Shady Show-ს ხუმრობა |
იაპონური საკოლექციო გამოცემის დამატებითი DVD[14] | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | შეტანილია | ხანგრძლივობა |
1. | „Without Me“ | მუსიკალური ვიდეო | |
2. | „Without Me“ | კარაოკე მუსიკალური ვიდეო | |
3. | „მუსიკალური ვიდეო“ | გადაღება | |
4. | „Eminem Talk“ | ინტერვიუ |
ყოველკვირეული ჩარტები
|
წლის საბოლოო ჩარტები
|
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
არგენტინა (CAPIF)[44] | პლატინა | 40 000x |
ავსტრია (IFPI Austria)[45] | 2× პლატინა | 60,000x |
ბელგია (BEA)[46] | პლატინა | 50 000* |
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[47] | ოქრო | 50 000* |
კანადა (Music Canada)[48] | ალმასი | 1 000 000^ |
დანია (IFPI Denmark)[49] | 2× პლატინა | 100 000^ |
ფინეთი (Musiikkituottajat)[50] | 2× პლატინა | 62,212[50] |
საფრანგეთი (SNEP)[51] | 2× პლატინა | 925,000[52]* |
გერმანია (BVMI)[53] | 2× პლატინა | 600 000^ |
საბერძნეთი (IFPI Greece)[54] | პლატინა | 30 000^ |
ჰონგ-კონგი (IFPI Hong Kong)[55] | ოქრო | 10 000* |
უნგრეთი (MAHASZ)[56] | 2× პლატინა | 40 000x |
მექსიკა (AMPROFON)[57] | თარგი:Certification Table Entry/MexicanAward | 75 000^ |
ნიდერლანდები (NVPI)[58] | პლატინა | 80 000^ |
ახალი ზელანდია (RMNZ)[59] | 9× პლატინა | 135 000^ |
ნორვეგია (IFPI Norway)[60] | პლატინა | 50 000* |
პოლონეთი (ZPAV)[61] | ოქრო | 50 000* |
პორტუგალია (AFP)[62] | პლატინა | 40 000x |
South Africa (RISA)[33] | 2× პლატინა | 100,000^ |
ესპანეთი (PROMUSICAE)[63] | 2× პლატინა | 200 000^ |
შვედეთი (GLF)[64] | 2× პლატინა | 120 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[65] | 3× პლატინა | 120 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[66] | 5× პლატინა | 1,599,790[67] |
აშშ (RIAA)[68] | ალმასი | 10,600,000[69]^ |
ჯამში | ||
ევროპა (IFPI)[70] | 5× პლატინა | 5 000 000* |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.