აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობები

From Wikipedia, the free encyclopedia

აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობები
Remove ads

აზერბაიჯანი გაეროს, მიუმხრობლობის მოძრაობის, ეუთოს, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საბჭოს, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანცმების, დემოკრატიის თანამეგობრობის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრია.

აზერბაიჯანას აქვს ფორმალური ურთიერთობა აშშ-ის მთავრობის ყოფილ წარმომადგენლებთან, მათ შორის ჯეიმზ ბეიკერთან და ჰენრი კისინჯერთან, რომლებიც მუშაობენ აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის მრჩეველთა საპატიო საბჭოში (USACC).[1] USACC-ს თანათავმჯდომარეა Exxon Mobil Corporation-ის პრეზიდენტი ტიმ კეიკა და „R.V. Investment Group“-ის და ანგლო აზიური სამთო მინერალური კომპანიის პრეზიდენტი რეზა ვაზირი (LSE Ticker: AAZ დაარქივებული 2012-08-02 საიტზე Wayback Machine. [2]).[3]

Remove ads

საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა

აზიის განვითარების ბანკი, ბისეკი, ევროპის საბჭო, დსთ, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, იბიარდი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისია აზიისა და წყნარი ოკეანისთვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, სუამი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, იკაო, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია, ისლამური განვითარების ბანკი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ინტერპოლი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (კორესპონდენტი), საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია (დამკვირვებელი), ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, ეუთო, პარტნიორობა მშვიდობისთვის, გაერო, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია, იუნესკო, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია, მსოფლიო საფოსტო კავშირი, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, პროფკავშირების მსოფლიო ფედერაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (დამკვირვებელი).

Remove ads

ქვეყნები

Thumb
აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიები

ამჟამად აზერბაიჯანს 160 ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობება:[4][5] ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ჩინეთი, დანია, ეგვიპტე, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირანი, ერაყი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ქუვეითი, ლიბია, ლუქსემბურგი, მექსიკა, მოლდოვა, მონღოლეთი, ნიდერლანდები, ნიკარაგუა, ნორვეგია, ომანი, პაკისტანი, პოლონეთი, კატარი, ინდოეთი, რუმინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სამხრეთი კორეა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაჯიკეთი, ტოგო, თურქეთი, თურქმენეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, უზბეკეთი და ვიეტნამი.[6]

აზერბაიჯანი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდანაა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია და რომელსაც ისრაელთან სტრატეგიული ურთიერთობები აქვს. დღეს ისრაელი ქვეყნის მთავარი იარაღის მიმწოდებელია.

აზერბაიჯანს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან, აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში.

Remove ads

საგარეო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან

ევროპა

მეტი ინფორმაცია სახელმწიფო, ფორმალური ურთიერთობები დაიწყო ...

აფრიკა

მეტი ინფორმაცია სახელმწიფო, ფორმალური ურთიერთობები დაიწყო ...

ამერიკა

მეტი ინფორმაცია სახელმწიფო, ფორმალური ურთიერთობები დაიწყო ...

აზია

მეტი ინფორმაცია სახელმწიფო, ფორმალური ურთიერთობები დაიწყო ...

ოკეანეთი

მეტი ინფორმაცია სახელმწიფო, ფორმალური ურთიერთობები დაიწყო ...

არ აქვს ურთიერთობები

Thumb
აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობები:
  დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებულია
  დიპლომატიური ურთიერთობები არ არის დამყარებული

აზერბაიჯანი დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს 174 ქვეყანასთან (მათ შორის პალესტინა[78] და ვატიკანი) და ევროკავშირთან. აზერბაიჯანს ჯერ კიდევ არ აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები:[79]

Remove ads

დავები

მთიანი ყარაბაღი/სომხეთი

მთიანი ყარაბაღის რეგიონის, უმთავრესად სომხებით დასახლებული ავტონომიური ოლქს გაყინული კონფლიქტი აზერბაიჯანში, 1988 წელს დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის სომხურმა უმრავლესობამ ავტონომია მოითხოვა, სომხეთში გამართული დემონსტრაციებით. ამან გამოიწვია აზერბაიჯანში ანტისომხური დაპირისპირება. 1992 წელს დაიწყო ომი, სადაც სომხებისა და აზერბაიჯანელების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ორივე ეთნიკური ჯგუფი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. 1994 წელს, რუსეთის ძალისხმევით ცეცხლის შეწყვეტით ომი დასრულდა, მაგრამ 1 მილიონზე მეტი ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი ოჯახი ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდა თავიანთ სახლებში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ მოუგვარებელია, იმ მოლაპარაკებების მიუხედავად, რომლებიც 1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით მიმდინარეობს.[80][81]

Remove ads

ლიტერატურა

  • Valiyev, Anar: "Azerbaijan and the North Caucasus: A Pragmatic Relationship" in the Caucasus Analytical Digest No. 27
  • Hübner, Gerald: "Foreign Direct Investment in Azerbaijan—the Quality of Quantity" in the Caucasus Analytical Digest No. 28
  • Abbasov, Shahin: "Azerbaijan's Eurovision Story: Great Chances to Improve, But No Political Will" in the Caucasus Analytical Digest No. 32
  • Mazziotti, Marius; Sauerborn, Djan; Scianna, Bastian Matteo: "Multipolarity is key: Assessing Azerbaijan's foreign policy"
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads