მათხოჯი
სოფელი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
მათხოჯი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლეფილიე, სუხჩა, ხიდი). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ხონი-მარტვილის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 170 მეტრი, ხონიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფლის მიდამოებშია ჭირკარის მღვიმე.
Remove ads
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1389 ადამიანი.
ისტორია
სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის I ნახევარში. სოფლის მახლობლად 1789 წელს გაიმართა მათხოჯის ბრძოლა. მათხოჯში შემორჩენილია ადრეფეოდალური ხანის ორი ციხის ნანგრევები. ერთი ციხესიმაგრიდან მხოლოდ საძირკველია დარჩენილი, მეორე, ოთხკუთხა კოშკითა და გალავნით, შედარებით უკეთაა შემონახული. XIX საუკუნეში მათხოჯში იდგა შუაფეოდალური ხანის ეკლესია. ერთი ცნობით, იგი 1209 წელს იყო აგებული.
სოფელში აგრეთვე დგას წმინდა ბასილის გუმბათოვანი ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე ჩასმულ ფილაზე ამოკვეთილია მხედრული დამწერლობით შესრულებული სამშენებლო წარწერა. მასში მოცემულია ეკლესიის აგების თარიღი (1864 წელი) და მოხსენიებულნი არიან ეკლესიის მაშენებელი მღვდლები — იოანე მელაძე და გიორგი ჩიმაკაძე. სოფელში არის ასევე წმინდა ნინოს დედათა მონასტერი (1874–1915), რომლის კედლებში ჩატანებულია XIII საუკუნის ეკლესიის ჩუქურთმებიანი ქვები.
Remove ads
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადა ენათმეცნიერი შოთა ძიძიგური და სამსონ ფირცხალავა.
ლიტერატურა
- ბოჭორაძე გ., იმერეთი, თბ., 1995;
- ფაილოძე ა., „სოფელ მათხოჯის სიძველენი“ // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. [83] თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1989 წელი. — გვ. 88
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 357.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads