რუსინული ენა

From Wikipedia, the free encyclopedia

რუსინული ენა
Remove ads

რუსინული ენა (რუსინ. руска бешеда) — მიაკუთვნებენ სლავურ ენათა ოჯახის აღმოსავლურ ჯგუფს. რუსინულად საუბრობენ უკრაინაში, სლოვაკეთში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში და სერბეთში (ვოევოდინა) მცხოვრები რუსინები. ოფიციალური ენის სტატუსი აქვს სერბეთის მხარე ვოევოდინაში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს 15 000-ზე მეტი რუსინი.

სწრაფი ფაქტები

სხვადასხვა დროს იყო რუსინული ენის სტანდარდიზების მცდელობები, თუმცა არსებული რეალობის გამო, - ენის მატარებელთა გეოგრაფიულმა და პოლიტიკურმა დაქსაქსულობამ ხელი შეუშალა ამ სურვილის განხორციელებას.

რუსინული ენის სერბეთსა და ხორვატიაში არსებული დიალექტები მკვეთრად განსხვავდება ამავე ენის კარპატებში არსებული მეტყველებებისაგან.

ამ მიზეზით რუსინულს არცთუ იშვიათად ორ სხვადასხვა ენად, იუგოსლავურ-რუსინულად (ჩირილიცაზე - руска бешеда - ლატინიცაზე ruska bescheda) და კარპატულ რუსინულადაც (русиньскый язык, rusinsky jasyk) მოიხსენიებენ ენათმეცნიერები. რუსინული ენის აღმოსავლურსლავურ ჯგუფს მიკუთვნებენ.

Remove ads

დამწერლობა

რუსინული დამწერლობა ეფუძნება კირილიცას და მოიცავს 36 ასო–ნიშანს (გრაფემას).

მეტი ინფორმაცია #, დიდი ასო ...

ასო Ѣ გამოიყენებოდა რუსინულ ენაში 1945 წლამდე.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads