საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წარმოადგენს საქართველოს რაგბის საერთაშორისო შეჯიბრებზე. არის რაგბის საერთაშორისო საბჭოს და ევროპის რაგბის ფედერაციის წევრი.
საქართველოს პირველი ეროვნული რაგბის გუნდი შეიქმნა 1989 წელს, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი — ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო ევროპის ერთა თასი, რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები (17:13) და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2003, 2007, 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. მათ შორის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. 2020 წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები IRB რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს. 2019-ის მონაცემებით, საქართველომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე 9-დან 5-ჯერ იასპარეზა და ხუთივეჯერ ჯგუფში ჩარჩა[1]
Remove ads
მსოფლიო ჩემპიონატი
ქვემოთ ცხრილი საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის მონაცემებს გვიჩვენებს.
Remove ads
რაგბი ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშების უცვლელი წევრია. მათ ეს ტრუნირი მოგებული აქვთ 12-ჯერ.

Remove ads
სტატისტიკა

Remove ads
მწვრთნელები
Remove ads
კაპიტნები
Remove ads
ყველა დროის ინდივიდუალური რეკორდები
ყველაზე მეტი კეპი
ბოლო განახლება: ესპანეთი-საქართველო, 9 თებერვალი 2020. სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს.[3]
ყველაზე მეტი ლელო
ბოლო განახლება: ესპანეთი-საქართველო, 9 თებერვალი 2020. სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს.[4]
ყველაზე მეტი ქულა
ბოლო განახლება: ესპანეთი-საქართველო, 9 თებერვალი 2020. სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს.[5]
ყველაზე მეტი ქულა თამაშში
ბოლო განახლება: ესპანეთი-საქართველო, 9 თებერვალი 2020. სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს.[6]
ყველაზე მეტი ლელო თამაშში
ბოლო განახლება: საქართველო-ბელგია, 22 თებერვალი 2020. სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს.[7]
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- ყველაფერი ბორჯღალოსანთა შესახებ 1989-2015 დაარქივებული 2015-09-23 საიტზე Wayback Machine.
- ქართული რაგბის მატიანე 1959-2009 დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine.
- ზეპური რაგბის დღიური 2002-2011 დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს რაგბის კავშირი (Georgia Rugby Union) (ქარ. ინგლ.)
- ონლაინ მაღაზია (ქართული ატრიბუტიკით) - Geo Rugby Shop დაარქივებული 2018-08-08 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების გულშემატკივართა ოფიციალური გვერდი Facebook-ზე
- საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების გულშემატკივართა ოფიციალური გვერდი ტვიტერზე
- საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads