David Gilmour in Concert

From Wikipedia, the free encyclopedia

David Gilmour in Concert
Remove ads

David Gilmour in Concert — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის 2001 და 2002 წლის ივნისსა და იანვარში გადაღებული მელტდაუნის ფესტივალზე შესრულებული სიმღერების ვიდეოჩანაწერი. გამოიცა 2002 წელს, EMI-ს და Capitol Records-ის მიერ.

სწრაფი ფაქტები ვიდეო — დეივიდ გილმორი, გამოცემის თარიღი ...
Remove ads

ისტორია

კონცერტებზე შესრულდა გილმორის სოლო-ნამუშევრები, პინკ ფლოიდის და სიდ ბარეტის სიმღერები და სხვადასხვა დამატებითი სიმღერა. აქ პირველად შესრულდა „Smile“, სიმღერა გილმორის ალბომიდან On an Island. სიმღერებს შორის ასევე არის „Breakthrough“, სიმღერა რიჩარდ რაიტის სოლო ალბომიდან Broken China. ეს არის მისი სოლო ალბომებიდან ცოცხლად შესრულებული ერთადერთი კომპოზიცია.

როგორ შეარჩიეთ ამ კონცერტის მასალა? გადავხედე პინკ ფლოიდის მთლიან კატალოგს და ავირჩიე სიმღერები, რომლებიც მომწონდა. შემდეგ მივხვდი, რომლები მოერგება ინსტრუმენტულ გადაწყვეტას, რომელზეც ვფიქრობდი. სამი თვე შინაურს სტუდიაში, არანჟირებებზე მუშაობაში გავატარე.

დეივიდ გილმორი, 2003[1]

2012 წლის 19 ნოემბერს ვიდეო გამოიცა Android-ის ტიპის პორტატული სისტემებისთვის[2]. იგი აგრეთვე გამოქვეყნდა Apple-ის სისტემებისთვის[3].

Remove ads

სიმღერების სია

2001 წლის ივნისი, მელტდაუნის ფესტივალი
  1. „Shine On You Crazy Diamond“ (Parts 1-5) (დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი)
  2. „Terrapin“ (სიდ ბარეტი)
  3. „Fat Old Sun“ (გილმორი)
  4. „Coming Back to Life“ (გილმორი)
  5. „High Hopes“ (გილმორი, პოლი სემსონი)
  6. „Je crois entendre encore“ (ჟორჟ ბიზე)
  7. „Smile“ (გილმორი, სემსონი)
  8. „Wish You Were Here“ (გილმორი, უოტერსი)
  9. „Comfortably Numb“ (რობერტ უაიეტის მონაწილეობით) (გილმორი, უოტერსი)
  10. „Dimming of the Day“ (რიჩარდ თომპსონი)
  11. „Shine On You Crazy Diamond (Parts 6-8)“ (გილმორი, უოტერსი, რაიტი)
  12. „A Great Day for Freedom“ (გილმორი, სემსონი)
  13. „Hushabye Mountain“ (რობერტ შერმანი, რიჩარდ შერმანი)
დამატებითი სიმღერები 2002 წლის იანვრის კონცერტიდან
  1. „Dominoes“(ბარეტი)
  2. „Breakthrough“ (რიჩარდ რაიტის მონაწილეობით) (რაიტი, ენტონი მური)
  3. „Comfortably Numb“ (ბობ გელდოფის მონაწილეობით) (გილმორი, უოტერსი
დამატებითი მასალა
  • „I Put a Spell on You“ (მიშა პარისის შესრულებით, გილმორი უკრავს სოლოს გიტარაზე)
  • „Don't“ (ელვის პრესლის სიმღერა)
  • „Sonnet 18“ (მაიკლ კემენის მუსიკა, უილიამ შექსპირის სონეტი)
  • რეპეტიცია გილმორის სახლში
  • „Spare Digits“ - გილმორი უკრავს გიტარაზე (ახლო კადრები)
  • „High Hopes“ (გუნდური ვერსია, ჩაწერილი კონცერტის მსვლელობისას)
Remove ads

პერსონალი

  • დეივიდ გილმორი – ვოკალი, გიტარები
  • ნიკ მაკგოლი – გიტარა, ვოკალი
  • მაიკლ კემენი – ფორტეპიანო
  • ჩუჩო მერჩანი – კონტრაბასი
  • კეროლაინ დეილი – ჩელო
  • დიკ პერი – საქსოფონი
  • ნიკ ფრენსი – დასარტყმელი საკრავები და პერკუსია
  • სემ ბრაუნი, კრის ბელინი, პიტ ბრაუნი, მარგო ბიუქენენი, კლაუდია ფონტეინი, მიშელ ჯონ დაგლასი, სონია ჯონსი, კეროლ კენიონი, დეივიდ ლოდა, დურგა მაკბრუმი, ეიჩ მაკრობი, ბევერლი სკიტი – ბეკ-ვოკალები
მიწვეული შემსრულებლები

სერტიფიცირება

მეტი ინფორმაცია რეგიონი, სერტიფიცირება ...
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads