Grand Theft Auto V

2013 წლის ვიდეო თამაში From Wikipedia, the free encyclopedia

Grand Theft Auto V
Remove ads

Grand Theft Auto V (შემოკლებით GTA V) — მესამე პერსონაჟის მსროლელის და ღია სამყაროს ჟანრის ვიდეო თამაში Grand Theft Auto-ს სერიებიდან, გამოცემული Rockstar Games-ის მიერ. თამაშის პირველი ტრეილერი 2011 წლის 2 ნოემბერს გამოვიდა, ხოლო თამაშის ანონსი შემდეგ დღეს, 3 ნოემბერს შედგა. თამაშის გამოსვლა იგეგმებოდა 2013 წლის გაზაფხულზე, მაგრამ რელიზი 2013 წლის 17 სექტემბრისთვის გადაიდო Xbox 360-სა და PS3-თვის.

სწრაფი ფაქტები დეველოპერ(ებ)ი, გამომცემელი ...

Rockstar Games-მა განაცხადა, რომ Grand Theft Auto V — მათი ყველაზე დიდი და ამბიციური პროექტია. თამაშს მიღებული აქვს 2013 წლის საუკეთესო თამაშის ტიტული.

Remove ads

გეიმპლეი

Grand Theft Auto V არის მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში. იგი ასევე თავის თავში მოიცავს პირველი პირისა და მესა პირის ხედვას[1]. პირველად ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში მოგვიწევს 3 მთავარი გმირის როლის მორგება, რომელთა შეცვლაც შეიძლება თითქმის ნებისმიერ დროს. ზოგიერთ მისიებში ხელმისაწვდომია 2 პერსონაჟი, ზოგიერთებზე კი პერსონაჟები ავტომატურად იცვლება. თამაშში შესაძლებელია სხვადასხვა სპორტის სახეობებით დაკავება: იოგა, ტრიატლონი, ჩოგბურთი, გოლფი, ბეისჯამპინგი და სხვა.

Remove ads

სიუჟეტი

Grand Theft Auto V-ში სიუჟეტი ვითარდება გამოგონილ ქალაქ ლოს-სანტოსში (ინგლ. Los Santos), რომელიც ლოს-ანჯელესის პროტოტიპია. პირველად ლოს-სანტოსი გამოჩნდა თამაშის წინა ვერსიაში — Grand Theft Auto: San Andreas-ში, გამოსული 2004 წელს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads