Xbox One

From Wikipedia, the free encyclopedia

Xbox One
Remove ads

Xbox One — რიგით მესამე სათამაშო კონსოლი Microsoft-სგან, Xbox 360-ის მომდევნო ვერსია. Xbox One-ის კონკურენტებად მერვე თაობის სათამაშო კონსოლებს შორის ითვლებიან PlayStation 4 და Wii U.

სწრაფი ფაქტები შემქმნელი, მწარმოებელი ...

კონსოლი დაანონსდა 2013 წლის 21 მაისს. ოფიციალურად პირველი გაყიდვები კი დაიწყო 2013 წლის 22 ნოემბერს მსოლფიოს შემდეგ 13 სახელმწიფოში: აშშ, კანადა, მექსიკა, ბრაზილია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია და ესპანეთი. ოფიციალური გაყიდვები სხვა ქვეყნებში (რუსეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, შვედეთი და ფინეთი) გადაიდო 2014 წლამდე. კონსოლის ფასი იყო $499 აშშ-ში, €499 ევროპაში და £429 დიდ ბრიტანეთში. მისი წარმოება ოფიციალურად 2020 წელს შეწყდა.

Remove ads

შემუშავება

სათამაშო ინდუსტრიის განახლებისთვის მზადება დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც Microsoft-ი შეუდგა მენეჯერის ძიებას, შემდეგი სათამაშო კონსოლის განვითრებისთვის. ანონსამდე, კონსოლი ატარებდა კოდურ სახელწოდებას „Durango“. მრავალი ავტორიტეტული გამომცემლობა, მათ შორის Forbes-ი, ვარაუდობდა, რომ ახალ კონსოლს „Xbox Infinity“ ეწოდებოდა, თუმცა პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ ეს იყო Xbox One (All-in-One ინგ. ყველაფერი ერთში). 2013 წლის 21 მაისს გარდა კონსოლის ანონსისა დაანონსდა შემდეგი ექსკლუზიური თამაშები: Forza Motosport 5, Quantum Break და NBA Live 14.

Remove ads

დიზაინი

Thumb
Xbox One-ის კონტროლერი

გასულ მოდელებთან შედარებით, Xbox One-ის დიზაინი გამარტივებულია. კონსოლი მოთავსდა შავ კორპუსში, რომელსაც აქვს დატანილი თეთრი ლოგოტიპი(მწვანე ნათების გარეშე), კონსოლის საფარი შესრულებულია ნახევრად ნაცრისფერი პრიალა და ნახევრად შავი მქრქალი მასალისგან. Xbox One-ის ლოგოტიპი ანათებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსოლი ჩართულია.

Thumb
Xbox One Kinect

გარდა კონსოლისა, სახე შეიცვალა ასევე Kinect-ის სენსორმა, გეიმპადმა და უშუალოდ კონსოლის ინტერფეისმა. კონსოლს შეემატა ის შესაძლებლობები, რომლებიც უკვე რეალიზებულია Windows 8-ში (მაგ. ეკრანის დაყოფა).

Remove ads

აპარატული უზრუნველყოფა

ტექნიკური მახასიათებლები

  • CPU- Xbox One-მა მიიღო 8-ბირთვიანი x86-x64 ცენტრალური პროცესორი APU 1,75 გჰც. მანამდე იგეგმებოდა 1,6 გჰც-იანი პროცესორის ჩადგმა.
  • GPU- AMD Radeon GPU APU-ს შემადგენელობაში, დაფუძნებულია AGCN-არქიტექტურაზე 12 გამომთვლელი მოდულით, რომლებსაც აქვთ 768 ბირთვი; D3D 11.2 @ 1,31 TFLOPS.
  • RAM- Xbox One-ში არსებობს 2 ტიმის მსგავსი მეხსიერება: DRAM და ESRAM. DDR3-ის მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს (2133 მჰც)(გამოყენებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ 5 გბ, რადგან დანარჩენი 3 გბ-ს იყენებს საოპერაციო სისტემა. ESRAM-ის მოცულობა შეადგენს 32 მბ-ს. ESRAM-ოპერატიული მეხსიერების გამტარიანობაა- 192 გბ/წმ., DDR3- 68,3 გბ/წმ.
  • მყარი დისკი- 500 გბ. Xbox One-ში მყარი დისკის შეცვლა საგარანტიო პირობების დარღვევის გარეშე შეუძლებელია. შესაძლებელია გარე მყარი დისკების მიერთება.
  • Bly-Ray და DVD წამკითხველი
  • Kinect 2.0 კონტროლერი. მაღალი გარჩევადობის კამერა- 1080p. სახის ამოცნობა. ინფრაწითელი სენსორი ამაღლებს გადაღების ხარისხს და აძლევს მომხმარებელს საშუალებას სიბნელეშიც კი გამოიყენოს ის.
  • Xbox One-ს ასევე აქვს 3 USB 3.0 და 2 HDMI-პორტი(In/Out)
  • თავდაპირველად გაცხადდა, რომ Xbox One მუშაობისთვის ითხოვს მუდმივ ინტერნეტ-კავშირს, მოგვიანებით, E3 2013-კონფერენციაზე, კომპანიამ განაცხადა გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ და ახლა ინტერნეტის გარეშე კონსოლი იმუშავებდა 24 საათის განმავლობაში(სერვისების შეზღუდვით). 2013 წლის 19 ივნისს კი, კომპანიამ გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელშიც ნათვქამი იყო, რომ საზოგადოების მწვავე კრიტიკის გამო, კომპანია ცვლის საკუთარ პოლიტიკას და უარს ამბობს მუდმივ ინტერნეტ-კავშირის საჭიროებაზე, რეგიონალურ ბლოკირებასა და თამაშების სამომხმარებლო ანგარიშთან მიბმაზე.

აუდიო და ვიდეო

Xbox One-ს აქვს 4K გაფართოების ვიდეო და 7.1 აუდიო მხარდაჭერა. Microsoft-ის სტრატეგიის და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, იუსუფ მეჰდიმ განაცხადა, რომ კონსოლზე არანაირი აპარატული შეზღუვა არაა, რომელიც შეუშლის ხელს თამაშების 4K-გაფართოებაში თამაშს. Xbox One-ს აქვს HDMI 1.4-ის შემავალი და გამავალი პორტის მხარდაჭერა. თუმცა Xbox One-ს არ აქვს კომპოზიტური ან კომპონენტური ვიდეოს გამავალი არხი.

შესაძლებლობები

მედიაინტერფეისი

Xbox One-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც Windows 8-ში შესაძლებელია აპლიკაციების (მაგ. Skype, Internet Explorer და ა.შ) ეკრანის გვერდებზე გახსნა. Xbox One ასევე შეიძლება გამოიყენებულ იქნეს როგორც ტელეტუნერის და ტელევიზორის დამაკავშირებელი HDMI-ის დახმარებით.

საზოგადოების რეაქცია

  • Microsoft-ის ახალი კონსოლის პრეზენტაციის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში Wii U-ს გაყიდვები 875 %-ით გაიზარდა
  • Xbox-ის პრეზენტაციის შემდეგ, Sony-ს აქციები 9 %-ით გაიზარდა
  • 2013 წლის დეკემბერში აშშ-სა და ბრიტანეტში Xbox One დასახელდა ყველაზე გაყიდვად კონსოლად

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads