Hardwired... to Self-Destruct

მეტალიკის ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia

Hardwired... to Self-Destruct
Remove ads

Hardwired... to Self-Destruct — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეათე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა ორმაგი ალბომის სახით 2016 წლის 18 ნოემბერს, საკუთარ ლეიბლზე Blackened Recordings. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი რვაწლიანი შესვენების და Death Magnetic-ის შემდეგ. Hardwired... to Self-Destruct აგრეთვე არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელშიც არ არის კირკ ჰემეტის ავტორობის სიმღერები და პირველი ალბომი, გამოცემული Blackened-ზე. ჩანაწერის პროდიუსერია გრეგ ფაიდელმენი, Death Magnetic-ის ხმის ინჟინერი.

სწრაფი ფაქტები სტუდიური ალბომი — მეტალიკა, გამოცემის თარიღი ...

Hardwired... to Self-Destruct არის ჯგუფის თანმიმდევრობით მეექვსე ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე Billboard 200-ის სათავეში მოხვდა, გაიყიდა რა პირველ კვირაში 291.000 ასლის ოდენობით და აგრეთვე ლიდერობდა 57 ქვეყნის ჩარტებში. მსოფლიოში საერთო ჯამში მისი 2 მილიონი ასლი გაიყიდა, ხოლო კრიტიკოსების შეფასებები ძალიან დადებითი იყო.

Remove ads

შექმნა

2011 წლის ოქტომბერში ბასისტმა რობერტ ტრუჰილომ განაცხადა, რომ ჯგუფი უბრუნდებოდა სტუდიას ახალი მასალის ჩასაწერად: „მეტალიკის ახალი ალბომის დაწერა დავიწყეთ. სტუდიაში რიკ რუბინთან ერთად ვართ, რაღაცებზე ვმუშაობთ და შემდეგი წლის დიდ ნაწილს ჩაწერას დავუთმობთ.“[1] ჟურნალთან Classic Rock 2013 წლის 8 იანვარს საუბრისას ლარს ულრიხი ამბობდა: „რასაც ახლა ვაკეთებთ, ნამდვილად ჰგავს Death Magnetic-ის გაგრძელებას.“ მან აგრეთვე განაცხადა: „რიკი მიყვარს. ყველას გვიყვარს. მასთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს. ვნახოთ, რას მოგვიტანს. გამიკვირდებოდა, თუ ალბომი 2013 წელს გამოვიდოდა.“[2] 2013 წლის ივლისში, ინტერვიუში, ულრიხმა Ultimate Guitar-ს განუცხადა: „2014-ში მხოლოდ მეტალიკის ახალ ალბომზე ვიმუშავებთ.“ მან აგრეთვე დაამატა, რომ დისკი 2015 წელს გამოვიდოდა.[3] მოგვიანებით ტრუჰილომ და კირკ ჰემეტმა დაადასტურეს, რომ ჯგუფი სტუდიაში დაბრუნებას აპირებდა.[4]

2014 წლის მარტში დაიწყო ჯგუფის ტურნეს „Metallica By Request“, რომლის ფარგლებში ფანები თავად ადგენდნენ კონცერტების სეტლისტებს[5]. აგრეთვე სრულდებოდა ახალი სიმღერა „Lords of Summer“, რომელიც დემოს სახით 2014 წლის მარტში გამოვიდა.[6] შავ პარასკევს სინგლი გრამფირფიტაზე გამოიცა როგორც „First Pass Version“, საკონცერტო ჩანაწერით, მხოლოდ 4000 ასლის ოდენობით. 2015 წლის მარტში ულრიხმა Rolling Stone-ს განუცხადა, რომ ალბომისთვის 20 სიმღერა მომზადდა და, იგი იმედოვნებდა, რომ მათ ნაწილს წლის ბოლოს შეასრულებდნენ.[7] 2015 წლის ოქტომბერში ჯგუფმა გაუშვა ახალი საიტი, ულრიხის მიერ მომზადებული შესავალით და კადრებით სტუდიიდან.[8] ნოემბერში ჰემეტმა განაცხადა, რომ ალბომი ან 2016 წლის ბოლოს, ან 2017 წლის დასაწყისში გამოვიდოდა.[9]

2016 წლის 6 თებერვალს, ტურნეს „The Night Before“ ფარგლებში AT&T Park-ში სუპერ-ბოულ 50-ამდე ჯეიმზ ჰეტფილდმა თქვა, რომ ჯგუფმა თითქმის დაასრულა ჩაწერა, ულრიხმა კი დაადასტურა, რომ დისკი მალე გამოიცემოდა.[10] ამას დაემატა შოუს დროს ჯგუფის მიერ ახალი რიფის შესრულება (რაც საბოლოოდ აღმოჩნდა ამონარიდი „Murder One“-იდან. 2016 წლის მარტში ულრიხი ამბობდა, რომ ჯგუფი იმედოვნებდა ჩაწერის დასრულებას გაზაფხულის პერიოდში.[11] 2016 წლის მარტში ჰემეტმა განაცხადა, რომ ჯგუფი გრეგ ფაიდელმენთან, Death Magnetic-ის ხმის ინჟინერთან ერთად, მუშაობდა ახალ ალბომზე - ამჯერად იგი პროდიუსერის როლს ასრულებდა.[12]

2016 წლის აპრილში, გრამფირფიტების დღის წინ (ჯგუფი ამ წელს აღნიშნული ღონისძიების ელჩი იყო) ულრიხმა Billboard-ს უამბო, რომ ჯგუფის გაზრდილი როლი მუსიკალურ ინდუსტრიაში მიზეზი იყო იმის, თუ რატომ დასჭირდა ალბომის ჩაწერას ამდენი დრო. „თუ როგორ ვმუშაობთ ახლა, განსხვავდება იმისგან, როგორ ვმუშაობდით Kill 'Em All-ის და Ride the Lightning-ის პერიოდში. დღეს ჩვენი საქმიანობა ნაირფეროვანია.“ იგი ალბომის თაობაზე ოპტიმისტურად განწყობილი ჩანდა და თქვა, რომ მუშაობა მასზე თითქმის დასრულებული იყო. „თუ რამე რადიკალური არ მოხდება, ვერ დავიჯერებ, რომ 2016 წელს არ გამოვა.“[13] მაისში ულრიხმა Metal Forces-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დისკი 2016 წლის ზაფხულში გამოვიდოდა და დეტალებზე მუშაობა შემდეგ თვეში დასრულდებოდა. „თუ ალბომი ამ წელს არ გამოვა, მაშინ საერთოდ არ გამოვა, არა იმიტომ, რომ არ არის მზად...უბრალოდ იმიტომ, რომ იქნება რაღაც კოსმოსური მიზეზი იმისთვის, რომ შემდეგ წლამდე გადავდოთ. მაგრამ ალბომს დავასრულებთ ამ ზაფხულს.“[14] ჩაწერა 2016 წლის ივნისში, „Hardwired“-ის შემდეგ დასრულდა.[15]

Hardwired... to Self-Destruct არის ჯგუფის პირველი სტუდური ალბომი, რომელშიც ჰემეტი არ არის სიმღერების თანაავტორი (მისი 1983 წელს მოსვლიდან). 2014 წელს კირკამ თავისი ტელეფონი დაკარგა კოპენჰაგენის აეროპორტში - მასში 250-მდე სხვადასხვა რიფის მონახაზი ჰქონდა შენახული.[16] ვინაიდან ფაილები არ ჰქონდა სხვაგან შენახული, მისი შემოქმედებითი წვლილი ამ ალბომში უფრო მცირე აღმოჩნდა და დასჭირდა „თავიდან დაწყება“, ხოლო ჰეტფილდს და ულრიხს უკვე ჰქონდათ გამზადებული მასალა.[17] ტრუჰილოს ერთადერთი წვლილი ალბომში არის „ManUNkind“-ის შესავალი - მისივე თქმით, დაწერილი კლიფ ბარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემად.[18] ტექსტების მხრივ Hardwired... to Self-Destruct არის წუწუნი მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ და ისეთ თემებზე, როგორიც არის ნარკოტიკის ჭარბი რაოდენობით მოხმარება („Hardwired“). „Dream No More“-ში ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის „კტულხუს მითოსის“ მოტივები ჟღერს, ხოლო „Murder One“ ეძღვნება Motörhead-ის ლიდერ ლემი კილმისტერს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გარდაიცვალა - სახელწოდება გიტარისტის საყვარელი გამაძლიერებლისგან მომდინარეობს.

Remove ads

გამოცემა და პრომოკამპანია

Facebook-ზე 2016 წლის 18 აგვისტოს ტრანსლირებისას ულრიხმა განაცხადა, რომ ალბომი 2016 წლის ნოემბერში გამოვიდოდა, 12 სიმღერით. ჯგუფის ოფიციალური საიტის თანახმად, CD-ვერსიაში უნდა შესულიყო 2 CD, თითოზე - 6 სიმღერით და ალბომში საერთო ჯამში, ახალი სიმღერების სულ 80 წუთი იქნებოდა. პირველი სინგლი, „Hardwired“, იმავე დღეს გამოვიდა - ყველამ, ვინც ალბომი წინასწარ შეუკვეთა, შეძლო სიმღერის ჩამოტვირთვაც. გამოვიდა ალბომის გარეკანი, შექმნილი Herring & Herring-ის მიერ[19] და „Hardwired“-ის მუსიკალური ვიდეოც.[20] 2016 წლის 15 სექტემბერს ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ალბომის დელუქს-გამოცემისთვის სიმღერების სია განაახლა. მესამე დისკზე მანამდე ყველგან აღნიშნული იყო „Riff Origins“. მათ სანაცვლოდ სიაში შევიდა რონი ჯეიმზ დიოსადმი მიძღვნილ ალბომში Ronnie James Dio – This Is Your Life მოხვედრილი რამდენიმე სიმღერა, Deep Purple-ის „When a Blind Man Cries“ და Iron Maiden-ის „Remember Tomorrow“, ისევე, როგორც გრამფირფიტების დღეს, 2016 წლის 16 აპრილს შესრულებული მთელი რიგი სიმღერების და „Hardwired“-ის საკონცერტო ვერსია.[21]

2016 წლის 29 სექტემბერს ჯგუფმა გამოუშვა ალბომის მეორე სინგლი, „Moth into Flame“, ისევე, როგორც თანმხლები მუსიკალური ვიდეო.[22] მესამე სინგლი, „Atlas, Rise!“, გამოვიდა 31 ოქტომბერს, რასაც ახლდა ალბომის ჩაწერის დროს გადაღებული კადრებისგან შედგენილი ვიდეო.[23] ულრიხი The Straits Times-თან საუბარში ამბობდა, რომ ალბომის ყველა სიმღერისთვის ვიდეოები მომზადდებოდა და YouTube-ზე განთავსდებოდა. „ვინაიდან YouTube მსოფლიოს უდიდესი სატელევიზიო სადგური გახდა, ვფიქრობთ, ყოველი სიმღერისთვის ვიდეო გამოვა...პრაქტიკულად, ეს გიჟობაა, თანაც, როდესაც ცდილობ ალბომის პრომოუშენს და ყველგან დადიხარ და ზრუნავ იმაზე, რომ არსად გაჟონოს. გიჟობაა, მაგრამ ამავე დროს, სახალისო.“[24] 12 ნოემბერს Walmart-ში, 18 ნოემბერს ოფიციალურ გამოსვლამდე დისკის გაყიდვები დაიწყო. 16 ნოემბერს გამოვიდა დარჩენილი 9 სიმღერის ვიდეოები (ისევე, როგორც „Lords of Summer“-ის).[25] იტალიის ქალაქი მატერა „Spit Out the Bone“-ში ვიდეოშია გადაღებული.[26]

WWE-მ „Am I Savage?“ გამოიყენა Wrestlemania 33-ის ერთ-ერთ თემატურ სიმღერად, Triple H-ის და სეთ როლინზის მატჩის რეკლამისას. იმავე პერიოდში „Now That We're Dead“ რადიოეთერში გამოჩნდა.

ტურნე

ალბომის თანმხლები ტურნე WorldWired Tour დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში, პუერტო-რიკოში.

Remove ads

კრიტიკოსების შეფასება

მეტი ინფორმაცია საერთო ქულები, წყარო ...

Hardwired... to Self-Destruct-მა ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო. Metacritic-ზე მისი რეიტინგი 28 მიმოხილვის მიხედვით 74/100-ს შეადგენს, რაც „ძირითადად კეთილგანწყობილ შეფასებებს“ ნიშნავს[27]. AllMusic-ის სტივენ თომას ერლეუაინის თქმით, ალბომში შეტანილია მეტალიკის მუსიკის ყველა ძირითადი ელემენტი, თუმცა, იგი არ ჟღერს ისე მძვინვარედ, როგორც 80-იანებში.[28] დევიდ ენთონის (The A.V. Club) შთაბეჭდილებები არაერთგვაროვანი იყო: „უსასრულო თრეშ-მეტალის 77 წუთის შემდეგ დაღლილი ხარ“. მისი აზრით, სიმღერები უკეთესი იქნებოდა, თუკი მათზე უფრო მეტად იმუშავებდნენ. თუმცა, მან დადებითად შეაფასა ალბომის პირველი სამი სინგლი - მისი აზრით, ეს იყო ჯგუფის მიერ 80-იანების შემდეგ დაწერილი საუკეთესო სიმღერები.[29] Rolling Stone'-ის დევიდ ფრაიკი ამბობდა, რომ დისკმა ...And Justice for All და Metallica გაახსენა, პირველის „ხორკლიანი აპოკალიფსით“ და მეორეს „გონებამახვილი მგზნებარებით“[36]. გრეგ კოტი (The Chicago Tribune) თვლიდა, რომ Hardwired... to Self-Destruct ვერ შეედრება მეტალიკის საუკეთესო ნაშრომებს და მას მალე დაივიწყებდნენ ტურნეს დასრულების შემდეგ.[30] დომ ლოუსონის (The Guardian) აზრი საპირისპირო იყო. იგი წერდა, რომ Hardwired... არის 25 წლის შემდეგ მეტალიკის საუკეთესო ალბომი. თუმცა, მან კრიტიკულად განიხილა მეორე დისკი, რომელიც, მისი აზრით, არ იყო ისეთივე კარგი, როგორც პირველი და ალბომის კლასიკად წოდებისგან თავი შეიკავა.[32]

Sputnikmusic-ის ტრეი სპენსერი წერდა, რომ შესრულების მხრივ, ჰეტფილდის ვოკალი განახლებულად ჟღერდა, მაგრამ უკმაყოფილო იყო ულრიხის შესრულებით ზოგიერთ სიმღერაში. დასკვნის სახით, იგი წერდა, რომ მეტალიკა არ ცდილობდა კლასიკური ჟღერადობის კვლავ მიღებას, მაგრამ ალბომი მხოლოდ „დაკვრისადმი სიყვარულის გამო ჩაწერა“.[37] სტივენ დალტონი, Classic Rock-იდან, ამბობდა, რომ მეტალიკა კვლავ უწევდა კონკურენციას უდიდეს პოპულარულ შემსრულებლებს ისეთ პირობებში, სადაც მუსიკა უარესობისკენ შეიცვალა. დალტონს მოეწონა დისკის გარეკანი, მაგრამ მისი აზრი მუსიკის შესახებ უფრო არაერთგვაროვანი იყო[31]. ადრიენ ბეგრანი (PopMatters) კმაყოფილი ჩანდა ჯგუფის მხრიდან სიმღერების შექმნის ხარისხით და ბალადებისგან და ხანგრძლივი ინსტრუმენტალებისგან თავის შეკავებით. იგი აღნიშნავდა, რომ მეტალიკას კვლავ სიამოვნებდა შესრულება და შექმნა ალბომი, რომელიც მოეწონებოდა როგორც ძველ, ასევე ახალ მსმენელებს.[34] ნიკ მაკ-კორმიკის (The Daily Telegraph) თანახმად, თუკი ალბომი უფრო ხანგრძლივი იქნებოდა, იგი უფრო ეფექტიანი გამოვიდოდა. თუმცა, დადებითი მის მიმოხილვაში ის იყო, რომ მისი აზრით, „80 წუთის განმავლობაში განრისხებულად ჩაგყვირიან და საერთოდ არ ნებდებიან.“[35]

აღიარება

მეტი ინფორმაცია გამოცემა, აღიარება ...
Remove ads

კომერციული წარმატება

Hardwired... to Self-Destruct გამოსვლისთანავე მოხვდა Billboard 200-ის პირველ ადგილზე, გაიყიდა რა პირველივე კვირის განმავლობაში 291 000 ასლის ოდენობით - აქედან 282 000 წარმოადგენდა ალბომის ასლებს[44], 9000 - 34 000 სიმღერის ციფრულ ჩამონატვირთებს და 9.3 მილიონჯერ სტრიმინგის რეჟიმში მოსმენას. აშშ-ში სუფთა გაყიდვების მხრივ ეს იყო წლის დებიუტების სიაში მესამე ადგილზე მოხვედრილი ჩანაწერი (დრეიკის Views-ის და ბიონსე ნოულსის Lemonade-ის შემდეგ.[45] ალბომი Billboard 200-ში მეორე კვირის განმავლობაში მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა და გაიყიდა 75 000 ასლის სახით[46], რაშიც შედიოდა 71 000 ფიზიკური დისკი.[47] Hardwired... to Self-Destruct იყო 2016 წელს აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი მეტალ-ალბომი და საერთო ჯამში, მეშვიდე ყველაზე გაყიდვად ალბომში, დეკემბრის ბოლოსთვის 516 000 გაყიდული ასლით.[48] იგი გერმანიაში იქცა წლის ყველაზე გაყიდვად დებიუტად, 200 000 ასლით პირველივე კვირაში, რასაც მოჰყვა პლატინის სტატუსი.[49] Hardwired... to Self-Destruct ამავე დროს, ავსტრალიაშიც წარმატებული აღმოჩნდა - პირველივე კვირაში გაიყიდა 26 000 ასლის სახით და მოხვდა ჩარტის პირველ ადგილზე.[50] საერთო ჯამში, იგი პირველ ადგილს იკავებდა 57 ქვეყნის ჩარტში, მოხვდა 75 ქვეყნის საუკეთესო სამეულებში და 105 ქვეყნის ხუთეულებში.[51] 2017 წლის 12 აპრილს იგი აშშ-ში პლატინის სტატუსით აღინიშნა.[52]

Remove ads

სიმღერების სია

დისკი 1

მეტი ინფორმაცია #, სახელწოდება ...

დისკი 2

მეტი ინფორმაცია #, სახელწოდება ...

დისკი 3

მესამე დისკი მეორე სიმღერა იწერებოდა რონი ჯეიმზ დიოსადმი მიძღვნილი ალბომისთვის Ronnie James Dio – This Is Your Life (2014). სიმღერები 5–13 ჩაწერილია სტუდიაში Rasputin Music (ბერკლი, კალიფორნია), 2016 წლის 16 აპრილს, გრამფირფიტების დღეს გამოსაცემად. სიმღერა 14 ჩაიწერა მინეაპოლისში, მინესოტაში, 2016 წლის 20 აპრილს, U.S. Bank Stadium-ზე.

მეტი ინფორმაცია დელუქს გამოცემა, # ...
Remove ads

პერსონალი

ინფორმაცია აღებულია ალბომის ბუკლეტიდან.[53]

მეტალიკა
სტუდიური პერსონალი
  • გრეგ ფაიდელმენი – პროდიუსერი, ხმის მიქსი, ხმის ჩაწერა
  • მიკ გილისი, სარა ლინ კილიონი – დამატებითი ჩაწერა
  • დენ მონტი, ჯიმ მონტი, ჯეისონ გოსმენი – ციფრული რედაქტირება
  • კენ მეტკი – ხმის ინჟინერის თანაშემწე
  • დეივ კოლინზი – მასტერინგი
  • ტერნერ დაკუორთი – გარეკანის დიზაინი
  • Herring & Herring – ფოტოგრაფია, მხატვრული გაფორმება
Remove ads

ჩარტები და სერტიფიცირებები

მეტი ინფორმაცია ჩარტი (2016), უმაღლესი პოზიცია ...

სერტიფიცირებები

მეტი ინფორმაცია რეგიონი, სერტიფიცირება ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads