Pulse (ალბომი)

From Wikipedia, the free encyclopedia

Pulse (ალბომი)
Remove ads

Pulse (ქართ. პულსი; ხანდახან იწერება, როგორც p·u·l·s·e) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ორმაგი საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1995 წელს ბრიტანეთსა და ამერიკაში. 1994 წლის კონცერტებში, რომლებსაც ეს ალბომი ეფუძნება, როჯერ უოტერსი, ჯგუფის ყოფილი წევრი არ მონაწილეობდა.

სწრაფი ფაქტები საკონცერტო ალბომი — პინკ ფლოიდი, გამოცემის თარიღი ...
მეტი ინფორმაცია მიმოხილვების ქულები, წყარო ...
Remove ads

ალბომი

ალბომში შესულია სიმღერები ჯგუფის 1994 წლის საკონცერტო ტურნედან. მათი უმეტესობა აღებულია ერლს კორტის კონცერტების ჩანაწერებიდან. მათი უმეტესობის ორიგინალური ვერსიები შეტანილია სტუდიურ ალბომებში The Dark Side of the Moon, Wish You Were Here და The Wall. ნაწილი აღებულია პინკ ფლოიდის უკანასკნელი სტუდიური ალბომიდან The Division Bell.

ალბომი აღსანიშნავია პირველად, 1975 წლის შემდეგ, ალბომის The Dark Side of the Moon სრული სახით შესრულებით. აგრეთვე პირველად, 1970 წლის შემდეგ, სრულდება „Astronomy Domine“, სიმღერა ჯგუფის პირველი სტუდიური დისკიდან The Piper at the Gates of Dawn.

წინა საკონცერტო ალბომისგან, Delicate Sound of Thunder განსხვავებით, ამ ორი დისკის არც ერთ სიმღერას არ დაემატა სტუდიური პარტიები ინსტრუმენტებზე ან ვოკალური პარტიები. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სიმღერა გადამუშავდა სტუდიაში, გასწორდა სოლოების ჟღერადობა.

ამერიკაში P•U•L•S•E მოხვდა #1 ადგილზე ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის სიაში. 1995 წლის ივლისში მან მიიღო ორმაგი პლატინის სტატუსი.

აუდიოკასეტაზე გამოცემულ ალბომში ასევე დამატებულია „One of These Days“ და 22-წუთიანი ხმების კოლაჟი, რომელიც ჟღერდა ყოველი კონცერტის წინ. მასში გამოყენებულია რამდენიმე ნაწყვეტი პინკ ფლოიდის სხვა კომპოზიციიდან, „Cluster One“.

გრამფირფიტა წარმოდგენილია 4 ფირფიტის სახით. მასში დამატებულია „One of These Days“ და ფოტო ბუკლეტის დიდი ვერსია. ვიდეო ფილმში ასევე დამატებულია „Take It Back“. ვიდეო ალბომისგან განსხვავდება იმით, რომ მასზე წარმოდგენილია ჯგუფის მთლიანი კონცერტი (20 ოქტომბერი, 1994).

Remove ads

გამოცემა LED განათებით

ორიგინალური ალბომი გარდა ყველა ვერსიისა, გამოვიდა შეზღუდული ტირაჟითაც, სპეციალურ ყუთში, რომლის ერთ მხარეს ჩამონტაჟებული იყო პატარა ნათურა. ეს ნათურა გამუდმებით ინთებოდა და ქრებოდა, რაც პულსირების ეფექტს ტოვებდა.

სიმღერების სია

CD გამოცემა

მეტი ინფორმაცია დისკი 1, # ...
მეტი ინფორმაცია დისკი 2, # ...

გრამფირფიტა

მეტი ინფორმაცია მხარე 1, # ...
მეტი ინფორმაცია მხარე 2, # ...
მეტი ინფორმაცია მხარე 3, # ...
მეტი ინფორმაცია მხარე 4, # ...
მეტი ინფორმაცია მხარე 5, # ...
მეტი ინფორმაცია მხარე 6, # ...
მეტი ინფორმაცია მხარე 7, # ...
მეტი ინფორმაცია მხარე 8, # ...

აუდიოკასეტა

კასეტა 1
მეტი ინფორმაცია მხარე 1, # ...
მეტი ინფორმაცია მხარე 2, # ...
კსეტა 2
მეტი ინფორმაცია მხარე 3, # ...
მეტი ინფორმაცია მხარე 4, # ...
Remove ads

პერსონალი

პინკ ფლოიდი
  • დეივიდ გილმორი – წამყვანი ვოკალი, ელექტრონული, აკუსტიკური და ლეპ-სტილ გიტარები
  • ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
  • რიჩარდ რაიტი – კლავიშებიანი საკრავები, წამყვანი ვოკალი სიმღერებში „Astronomy Domine“, „Time“ და „Comfortably Numb“ (სტროფები)
დამატებითი პერსონალი
  • გაი პრეტი – ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი სიმღერებში „Comfortably Numb“ (სტროფები) და მეორე ვოკალი სიმღერაში „Run Like Hell“
  • ჯონ კერინი – კლავიშებიანი საკრავები, პროგრამირება, ბეკ-ვოკალი, წამყვანი ვოკალი სიმღერაში „Hey You“ და „Comfortably Numb-ში“ (სტროფები)
  • სემ ბრაუნი – ბეკ-ვოკალი, პირველი წამყვანი ვოკალი სიმღერაში „The Great Gig in the Sky“
  • დურგა მაკბრუმი – ბეკ-ვოკალი, მეორე წამყვანი ვოკალი სიმღერაში „The Great Gig in the Sky“
  • კლაუდია ფონტეინი – ბეკ-ვოკალი, მესამე წამყვანი ვოკალი სიმღერაში „The Great Gig in the Sky“
  • ტინ რენუიკი – გიტარა, ბეკ-ვოკალი
  • დიკ პერი – საქსოფონები
  • გერი უოლისი – პერკუსია, დამატებითი დასარტყმელი საკრავები (შესრულება და პროგრამირება)
Remove ads

ჩარტები და სერტიფიცირებები

მეტი ინფორმაცია ჩარტი (1995), უმაღლესი პოზიცია ...
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads