Red Dead Redemption 2

2018 წლის ვიდეო თამაში From Wikipedia, the free encyclopedia

Red Dead Redemption 2
Remove ads

Red Dead Redemption 2მოქმედებითი-სათავგადასავლო ვესტერნი ვიდეო თამაში, შემუშავებული და გამოცემული Rockstar Games-ის მიერ. დაანონსდა 2016 წლის 18 ოქტომბერს[3] და გამოვიდა 2018 წლის 26 ოქტომბერს[3] PlayStation 4-სა და Xbox One-ზე.[4] ის არის „Red Dead“-ის სერიის რიგით მესამე ნაწილი და 2010 წელს გამოსული „Red Dead Redemption“-ის პრიკველი. მოქმედება მიმდინარეობს 1899 წელს, ველურ დასავლეთში, აშშ-ის გამოგონილ რამდენიმე შტატში.[5] სიუჟეტი აგებულია ვანდერ ლინდის დამნაშავეთა ბანდის გარშემო. თამაშის მთავარი გმირია ართურ მორგანი — ბანდის ერთ-ერთი წევრი. ბანკის გაძარცვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბანდის წევრები ცდილობენ გადაურჩნენ ფედერალურ აგენტებს, თავებზე მონადირეებს და სხვადასხვა დაბრკოლებებს. სიუჟეტი აგრეთვე მოიცავს სერიის პირველი თამაშის „Red Dead Redemption“-ის მთავარი პერსონაჟის ჯონ მარსტონის ისტორიას.

სწრაფი ფაქტები დეველოპერ(ებ)ი, გამომცემელი ...

თამაშში ვირტუალური კამერა წარმოდგენილია როგორც პირველი პირის, ასევე მესამე პირის ხედვით. ღია სამყაროს გეიმპლეი მოთამაშეს საშუალებას აძლევს თავისფულად გადაადგილდეს თამაშის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში. მოთამაშეს ასევე შეუძლია ინადიროს გარეულ ცხოველებზე, გაძარცვოს ბანკები, იყოლიოს ცხენი და იურთიერთოს არა მოთამაშე პერსონაჟებთან. ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია „ღირსების“ სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოთამაშის კარგი თუ ცუდი ქმედება აისახება სიუჟეტსა და გეიმპლეიზე. 2018 წლის ნოემბრიდან ხელმისაწვდომია თამაშის ონლაინ ვერსია.[6]

გამოსვლის შემდეგ „Red Dead Redemption 2“-მა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი მოხსნა — გამოსვლიდან სამ დღეში კომპანიამ 725 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ორ კვირაში გაიყიდა 17 მილიონი ასლის ოდენობით.[7] 2023 წლის მონაცემით საერთო გაყიდვები 57 მილიონ ასლს შეადგენს.[8] თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. მათ ძირითადად შეაქეს სიუჟეტი, პერსონაჟები, ღია სამყაროს გეიმპლეი და დეტალიზაცია. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე თამაშის საერთო რეიტინგია 97/100.[9][10] ასევე გადაეცა უამრავი ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიბზე, მათ შორისაა Golden Joystick Awards,[11] The Game Awards[12], Game Developers Choice Awards.[13]

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads