The Memory Remains

From Wikipedia, the free encyclopedia

The Memory Remains
Remove ads

The Memory Remainsამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი 1997 წლის ალბომიდან Reload.

სწრაფი ფაქტები სინგლი — მეტალიკა, ალბომიდან Reload ...
Remove ads

ტექსტი და მუსიკა

სიმღერა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ. ტექსტი ეხება ერთ დროს დიდებულ, ახლა კი დავიწყებულ ცნობილ სახეს, რომელიც თავგანწირვით ცდილლობს იცხოვროს დიდების დღეებით, მაგრამ ამგვარად იგი იზოლირდება გარე სამყაროსგან.[2][3] იგი შესაძლოა იყოს გამოხმაურება ფილმისა Sunset Boulevard, რომელშიც მოთხრობილია ისტორია ცნობილი პიროვნების შესახებ, რომლის დიდება წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მას გონება აერია და ჰგონია, რომ კვლავ ცნობილია.[2] სიტყვები ტექსტში „ash to ash, dust to dust, fade to black“, სავარაუდოდ ირიბი მინიშნებაა მათივე ადრინდელ სიმღერაზე Fade to Black.[3] მერიენ ფეიტფულის ერთადერთი ფრაზა სიმღერის დასასრულისკენ „Say yes... at least say hello...“, რომელსაც იგი ორჯერ იმეორებს, აღებულია ფილმიდან The Misfits მერილინ მონროს მონაწილეობით, შერჩეულია თავად მერიენის მიერ.[2][4]

Remove ads

საკონცერტო ვერსიები

სიმღერა პირველად შესრულდა ცოცხლად jam ვერსიაში 1996 წლის 2 ივლისს ნობლსვილში, ინდიანა, აშშ, ალბომის Reload გამოსვლამდე ერთი წლით ადრე. იგი იყო პირველი სიმღერა ამ ალბომიდან, რომელიც ცოცხლად შესრულდა.[2]

სიმღერა მხოლოდ ერთხელ შესრულდა დუეტში მერიენ ფეიტფულთან ერათად 1997 წლის 6 დეკემბერს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში, სადაც მეტალიკა მუსიკალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.[2] სიმღერის საკონცერტო ვერსია გამოცემული იქნა როგორც სინგლის The Unforgiven II B-მხარე. მოგვიანებით შესრულდა სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებითაც (მაიკლ კამენის დირიჟორობით) და შეტანილი იქნა საკონცერტო ალბომში S&M. კიდევ ერთი საკონცერტო ვერსია წარმოდგენილია ალბომში Orgullo, Pasión y Gloria. როცა მეტალიკა ასრულებს ამ სიმღერას, მერიენის პარტიას დამსწრე აუდიტორია მღერის.[4]

Remove ads

მუსიკალური ვიდეო

მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა პაულ ანდერსენი, გადაღებულია 1997 წლის ოქტომბერში ვენ ნაიზის აეროპორტში, კალიფორნია.[5] მისმა ღირებულებამ 400 000 დოლარს გადააჭარბა, რომელშიც შედიოდა ფართო პლატფორმის ღირებულება 100 000 დოლარის ოდენობით.[2] ვიდეოს მსოფლიო პრემიერა გაიმართა MTV-ზე 1997 წლის ოთხ ნოემბერს[5] (თუმცა Encyclopedia Metallica პრემიერის თარიღად 15 ნოემბერს ასახელებს[2]).

მუსიკალური ვიდეო Memory Remains შეიცავს სიურრეალისტურ, ანტიგრავიტაციულ კონცეფციას. ჯგუფი უკრავს ფართო, დაკიდებულ პლატფორმაზე, რომელიც სრულ და გამუდმებულ ბრუნვაშია შესრულებისას, უზარმაზარი საქანელას მსგავსად. გადაღებისას პლატფორმა და ჯგუფი უძრავად არის, ხოლო ოთახი, გიგანტური კონტრუირებული ყუთი, ბრუნავს მის გარშემო. მერიენ ფეითფული მღერის ჩაბნელებულ კორიდორში. ზოგიერთ სცენაში ფულის წვიმა მოდის, რაც ალეგორიულ მინიშნებას წარმოადგენს.

არსებობს მუსიკალური ვიდეოს ორი ვერსია, რომლებიც მცირედით განსხვავდება ერთმანეთისგან პირველ ხუთ წამში: ერთ ვერსიაში ჯეიმზ ჰეტფილდი უკრავს გიტარაზე[5], მეორეში - ჯეისონ ნიუსტედი უკრავს ბას-გიტარაზე.[6]

ქავერები

რამდენიმე ჯგუფმა შეასრულა სიმღერის ქავერი, მათ შორის The Kovenant, Spleen, Iron Horse და Stanford Harmonics.

ჩარტები

სინგლი წარმატებული გამოდგა, მიაღწია რა #28 ადგილს ბილბორდის საუკეთესო ასეულში, #3 ჩარტში მეინსტრიმული როკ ტრეკები და #13 გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში. ეს იყო მეტალიკის უკანასკნელი გამოჩენა ბილბორდის ცხელი ასეულის საუკეთესო ორმოც სიმღერას შორის, სანამ არ გამოვიდა The Day That Never Comes 2008 წელს.

სიმღერების სია

CD სინგლი (გაერთიანებული სამეფო, ნაწ. 1)

  1. The Memory Remains - 4:39
  2. Fuel for Fire (დასამთავრებელი ვარიანტი სხვა ტექსტით.)
  3. Memory (დემო ვერსია)

CD სინგლი (გაერთიანებული სამეფო, ნაწ. 2)

  1. The Memory Remains - 4:39
  2. The Outlaw Torn (Unencumbered by Manufacturing Restrictions Version) - 10:48
  3. King Nothing (Tepid Mix) - 5:07

CD 2-ტრეკიანი სინგლი (აშშ და კანადა) & 7 სინგლი (ევროპა)

  1. The Memory Remains - 4:39
  2. For Whom the Bell Tolls ('Haven't Heard It Yet' mix)
Remove ads

პერსონალი

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads